(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი გახარია: საპოლიციო გამოსახლების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე ქართველ ბიზნესმენებს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. ბიზნესომბუდსმენმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პრლამენტში დასრულდა კონსულტაციები საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების სასამართლო დავების განხილვის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ეს ჯერჯერობით უცნობია.
მისივე თქმით, თუ საპოლიციო გამოსახლება გადავა სასამართლოში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი ვადები, რათა ბიზნესს ხელი არ შეეშალს ფუნქციონირებაში.
“საპოლიციო გამოსახლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს ჩართვა ამ პროცედურებში, ეს პროცედურები უნდა იყოს ვადებში განსაზღვრული და ხელი არ შეუშალოს ბიზნესის ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, სასამართლოში სამართლებრივი გზით გადაწყვეტილი დავის ხარისხი მაღალია ვიდრე საპოლიციო გამოსახლება, მაგრამ რამდენად არის მზად ჩვენი აღსრულების მექანიზმი სწრაფად და ეფექტურად აღასრულოს მსგავსი დავები. კონკრეტულ საკითხზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა პარლამენტში და დაგვპირდნენ, რომ ბიზნეს ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში კონსესუსს მივაღწევთ და ეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი”,- განაცხადა გახარიამ.
ბიზნესომბუდსმენმა ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს გაწერილ ვადებში.
“ერთ თვიანი ვადა იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც კარგია, მაგრამ აუცილებელია, მეორე ინსტანციის ვადაც იყოს განსაზღვრული და ეს დავა არ გადავიდეს ხანგრძლივ სასამართლო დავის ფორმატში”, – განაცხადა გახარიამ.