(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი ჭირაქაძე: მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ჭირაქაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ქადაგიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ლარის კურსი  გამყარდება.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. საკმაოდ ოპტიმისტურად განვეწყვე იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვაჩვენა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, ლარის სტაბილურ მაჩვენებელს ჩვენ მივაღწიეთ. რეალურად, თუ გარე ფაქტორებით რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, როგორც ჩანს, ლარის კურსი დასტაბილურდა და ალბათ, გამყარდება. რაც ძალიან დამაიმედებელია ბიზნესისთვის“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კურსთან მიმართებაში, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ.

„საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, კურსთან მიმართებაში, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ. რასაკვირველია, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ეკონომიკაზე, ქვეყანაზე და პოლიტიკურ სიტუაცია, თუმცა თუ შევხედავთ იმპორტის, ექსპორტის მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კურსი არის შენარჩუნებული“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

ლინკი