(+995 32) 2 202-215

სიახლეები

RSM საქართველო ასოციაციის წევრი გახდა

23 მარ '16

 

RSM საქართველო ასოციაციის წევრი გახდა

„RSM საქართველო” არის RSM-ის გლობალური ქსელის დამოუკიდებელი წევრი. RSM წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას და წარმოდგენილია მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 760 ოფისით და 38 000-ზე მეტი პროფესიონალით, მათ შორის მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ  ცენტრში.

RSM-ის კლიენტთა ბაზა მოიცავს, როგორც ზრდაზე ორიენტირებულ სამეწარმეო ბიზნეს კომპანიებს, ისე სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოღვაწე წამყვან მულტინაციონალურ ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ,  როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.

როგორც ერთიანი გუნდი, ისინი ერთმანეთს უზიარებენ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე კონცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც კლიენტის ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება.

„RSM საქართველო“ კლიენტ კომპანიებს სთავაზობს მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო ფილიალები აქვს: ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.

2012 წლიდან RSM-ი არის „ევროპული ბიზნეს დაჯილდოების“ გენერალური სპონსორი, რომელიც ავლენს ყველაზე ინოვატორულ და წარმატებულ ევროპულ ბიზნესებს მთელი ევროპის მასშტაბით.