(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საქსტატთან

29 ნოემ '18

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, გაიმართა შეხვედრა, სადაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გამართა პრეზენტაცია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთათვის. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე.

გოგიტა თოდრაძის პრეზენტაციაში სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ - ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები; ბოლო პერიოდში საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და მათი სამომავლო გეგმები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესებზე, რა საჭიროებები გააჩნია ბიზნესს და რამდენად მნიშვნელოვანია საქსტატსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა.

ასოციაციის ორგანიზებით გამართული მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს კერძო-საჯარო  დიალოგის გაღრმავებას; ბიზნესის საჭიროებათა გამოკვეთას.