2019 წლის ივნისიდან ნანა ცერცვაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. იგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 2011 წლის სექტემბერში შემოუერთდა როგორც პროექტების მენეჯერი, 2013 წლიდან კი სექტორული განვითარების მიმართულება ჩაიბარა.
მანამდე, 2006 წლიდან ნანა მმართველობით საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში" პროექტების მენეჯერად და კონსულტანტად მუშაობდა. უფრო ადრე კი, 2003 წლიდან, ნანა ცერცვაძე „თეგეტა მოტორსში", ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობდა. იგი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში. გახლავთ ბიზნესის საერთაშორისო სკოლის 2013–2014 წლების სტრატეგიული მენეჯმენტისა და ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
ნანას ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ასოციაციაში განხორციელდა ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგობრივი და ზოგადად ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. იგი გახლავთ სხვადასხვა კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი როგორც კოლეგებთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად.
ნანა წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საჯარო-კერძო დიალოგის სხვადასხვა პლატფორმაზე როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების პროექტებში.
2018 წლის იანვარ-ივნისში ნანა გახლდათ NonProfitCoach-ის გლობალური ლიდერობის ექვსთვიანი პროგრამის სტიპენდიანტი მონაწილე. ასევე, 2018 წლის შემოდგომაზე აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტაჟირების პროგრამის მონაწილე.
დამალვა