(+995 32) 2 202-215

DRC-ის უპირატესობები

  • დამოუკიდებლობა - DRC წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას.  მისი მმართველი სტრუქტურა და საქმის წარმოების წესები განაპირობებს საარბიტრაჟო განხილვას  და არბიტრების სრულ დამოუკიდებლობას.

 

  • მოქნილობა - მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ და თავად აირჩიონ საარბიტრაჟო განხილვის პროცედურები, ადგილი, ენა და არბიტრთა რაოდენობა.

 

  • გონივრული ხარჯი - საარბიტრაჟო ხარჯების დაზოგვა და გონივრულად განსაზღვრა DRC-ის საქმისწარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და კონტროლდება DRC-ის სასამართლოს მიერ.

 

  • სწრაფი განხილვა - DRC-ის საქმის წარმოების წესი ითვალისწინებს  სწრაფი  განხილვის მექანიზმებს, ხოლო მცირე ფინანსური დავებისთვის გათვალისწინებულია დავის დაჩქარებულად განხილვის წესი.

 

  • კონფიდენციალურობა - საარბიტრაჟო განხილვა დახურული და კონფიდენციალურია.

 

  • ხარისხის კონტროლი - DRC-ის სასამართლო წინასწარ - არბიტრების მიერ ხელმოწერამდე, ამოწმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ მხარეს.

 

  • პროგრამული უზრუნველყოფა - DRC-ის სამდივნო ახორციელებს ნებისმიერი მიღებული საქმის რეგისტრაციას და ელექტრონული საქმის წარმოებას, რაც ხელს უწყობს დავის განხილვის ადმინისტრირებას. 

 

  • ელექტრონული საქმის წარმოება - მხარეებს შეუძლიათ DRC-ის ვებ-გვერდზე არსებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიაწოდონ DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი, ასევე, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საქმის მასალებს და მიიღონ საქმესთან დაკავშირებული სიახლეები, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხილვას.

 

  • ელექტრონული არქივი - DRC-ის სამდივნო აწარმოებს როგორც მხარეებისაგან მიღებულ, ასევე, საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილ დოკუმენტების ელექტრონულ არქივს, შედეგად ეს დოკუმენტები ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია მხარეთათვის.

 

  • საარბიტრაჟო დათქმა - ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“.