(+995 32) 2 202-215

მემორანდუმები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და მისი პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი ამმანში, იორდანიის დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა.... ვრცლად

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპული დირექტივების ძირითადი პრინციპების ბიზნეს სექტორში ადაპტირებისთვის, ევროპელ პარტნიორებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ევროპული დირექტივებისა და ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითადი პრინციპების ადაპტაციისას ბიზნესის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.... ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ესპანურ ორგანიზაცია „ეხედას“ (EGEDA) შორის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროკავშირის „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ლათინო-ამერიკული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ,  Platino Industria Forum-ზე რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ესპანეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და  ესპანურ ორგანიზაცია „ეხედას“ (EGEDA) შორის.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ და „ეხედას“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა; Platino Industria - ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლოს ანტონმა. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ასევე წევრ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და საკუთარი გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს.... ვრცლად

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


... ვრცლად

BAG საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა. BAG-იმ კვირეულის ჩატარების თაობაზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კვირეულის ორგანიზატორებს შორის: Property Georgia, მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა; FIABCI-Georgia, პრეზიდენტი ქეთევან ტაბატაძე;  ExpoGeorgia, დირექტორი რესან ქიქავა; საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ დემურია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.... ვრცლად

მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და რუსთაველის ფონდს შორის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა.

მემორანდუმს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ  და რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მოაწერეს ხელი.... ვრცლად