(+995 32) 2 202-215

ასოციაციის წევრები

აგარის შაქრის კომპანია

http://www.agara.ge

აგარის შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს თეთრ შაქარს. ქარხანა დაარსების დღიდან (1932 წელი) აწარმოებს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს. ქარხანაში შაქრის წარმოება მიმდინარეობს უწყვეტ ციკლად 24 საათიან რეჟიმში და დასაქმებულია 530 ადამიანი. ქარხნის დღიური წარმადობა შეადგენს 600 ტონა თეთრ შაქარს, წლიური წარმადობა კი 150 000-160 000 ტონა თეთრ შაქარს. კომპანიის წლიური შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა გადასახადის სახით შეადგენს დაახლოებით 21 მლნ. ლარს

ავერსი

http://www.aversi.ge

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა და პირველი ბიზნესნაბიჯი მედიკამენტების იმპორტი გახლდათ, თუმცა კომპანიის მასშტაბები თანდათან გაფართოვდა. დღეს „ავერსი“ არა მარტო საქართველოში და ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა. 

მისი სააფთიაქო ქსელი 213 ფილიალს აერთიანებს. ამასთან, „ავერსის“ დამფუძნებლის ინიციატივით ათიოდე წლის წინ მსოფლიო დონის საწარმოს „ავერსი-რაციონალის“ მშენებლობა დაიწყო და დღეს ამ საწარმოს პროდუქცია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაშიც მსოფლიო ფარმაცევტული ბრენდების ნაწარმს უწევს კონკურენციას. მასშტაბური პროექტის _ „ავერსის კლინიკათა“ ქსელის მშენებლობის ინიციატორიც „ავერსის“ დამფუძნებელი გახლავთ. „ავერსის კლინიკა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 9 სამედიცინო დაწესებულების მფლობელია. ასევე, „ავერსი“ არის სადაზღვევო კომპანიის „ალფას“ დამფუძნებელიც. ავერსმა საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელიც დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება „ავერსის“ მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.

“აკადემი ჯგუფი“

“აკადემი ჯგუფი“ 20 წელზე მეტია  პარფიუმერულ ბაზარზე ოპერირებს  და დღეს წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ბრიტანულ პარფიუმერული ბუტიკი “Jo Malone London”, საქართველოში პირველი ნიშ პარფიუმერული ქსელი “AROMATEQUE”,  კოსმეტიკური ბუტიკი “M.A.C.”, ფრანგული ჩაის ბუტიკი “PALAIS DES THES”. 
 
“აკადემი ჯგუფი“ სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც, გარდა პარფიუმერული ბუტიკებისა, ასევე სილამაზის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, “ესტე ლაუდერის” ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. “ესტე ლაუდერი” აერთიანებს სილამაზის ისეთ ნიშ და ლუქს ბრენდებს როგორიცაა: “Kilian Paris”, “Frederic Malle”, “Tom Ford”, “La Mer”, “Bobbi Brown”, “Smashbox”, “Estée Lauder” , “Clinique”, “Origins”, “Darphin” and etc. 
 
“აკადემი ჯგუფში“ შემავალი მაღაზიების ინტერიერ-ექსტერიერი მაქსიმალურად აკმაყოფილებს ყველა საერთშორისო სტანდარტს.  მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული პარფიუმერული ქსელი,  მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ განწყობაზეა ორიენტირებული.  მომხმარებლის ნდობის მოპოვება, პოტენციური და  ლოიალური კლიენტის შენარჩუნება, ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სწორედ ამიტომ, “აკადემი ჯგუფი“ მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს უამრავ სიახლეს, მაღალ ხარისხს, ახალი ბრენდების ფართო ასორტიმენტს და  სხვადასხვა ღონისძიებას.
 
საქართველოს მასშტაბით “აკადემი ჯგუფი“ წარმოადგენს 10 ფილიალს: 
*ნიშ პარფიუმერული ქსელი - “Aromateque”- 3 ფილიალი
*ბრიტანული პარფიუმერული ბუტიკი “Jo Malone London” -2 ფილიალი
*კოსმეტიკური ბუტიკი - “M.A.C. Cosmetics” - 3 ფილიალი
*ფრანგული ჩაის ბუტიკი - “Palais des Thes” - 2 ფილიალი

ალიანს ჯგუფი

https://alliancegroup.ge/

„ალიანს ჯგუფი“  2005 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი სამშენებლო სექტორში. კომპანიის მიზანია შექმნას არქიტექტურული ნიშა და ახალი საინვესტიციო პერსპექტივები უძრავი ქონების ბაზარზე.

ალიანსი გახდა პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელმაც გლობალურ ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნა უნიკალური არქიტექტურის მქონე „სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციონალური კომპლექსები“, როგორიც არის ალიანს პალასი, კომპანიის პირველი პროექტი, რომელიც მოიცავს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“, Alliance Resort გოდერძის კურირტზე, რის შედეგად აშენდა სასტუმრო „რამადა“, Alliance Highline, პირველი პროექტი თბილისში, რომელიც აერთიანებს სასტუმრო “Wyndham Garden“-ს, ასევე აღსანიშნავია, Alliance Privilege, კომპანიის მეორე პროექტი ბათუმში, რომელიც მოიცავს სასტუმრო "Marriott"-ს, Alliance Centropolis, მესამე და უდიდესი პროექტი ბათუმში, რომელიც მოიცავს ხუთვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმროს ბრენდს და კაზინოს, პირველ WTC საგამოფენო ცენტრს რეგიონში, A კლასის ბიზნეს ცენტრსა და A კლასის სავაჭრო ცენტრს.

 

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

https://progress.edu.ge/ka

22 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ამჟამად სამ სასკოლო კამპუსს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – College Board-ის მიერ.

1990-იანი წლების ბოლოს, როგორც სტარტაპი, პროგრესი დასაწყისშივე ფოკუსირებული იყო მდგრადობისა და ინოვაციების კონცეფციაზე. ამ ღირებულებებმა და სტრატეგიებმა განაპირობა პროგრესის ბრენდის მტკიცე იდენტობა, რაც მომხმარებელთა ლოიალობასა და ნდობას აძლიერებს. პროგრესმა ძირითადი პრინციპების მეშვეობით შეძლო წარმატების მოპოვება, შენარჩუნება და განვითარება საგანმანათლებლო სფეროში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი წლებია წარმატებით ახორციელებს ისეთ საერთაშორისო პროგრამებს, როგორებიცაა: გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, დიპლომატიური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა დიდ ბრიტანეთში, ზაფხულის და ზამთრის სკოლა პრაღაში, გაეროს მოდელირებული კონფერენციები რომსა და ნიუ-იორკში.

პროგრესის სამივე სკოლის ბაზაზე დაფუძნებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მსურველებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება (ძირითადი და არჩევითი საგნები), AP საგნები, SAT, IELTS, FCE, TOEFL-ის გამოცდებისთვის მომზადება, ზოგადი ინგლისური ენის კურსი.

პროგრესში ფორმალურთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, რაც მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. სკოლაში ფუნქციონირებს ინტელექტუალური კლუბი, რომლის ფარგლებშიც იმართება გუნდური ინტელექტუალური თამაში -  რა? სად? როდის? და ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაში ჯეპარდი. დებატების, წიგნიერების, კინო, მოლაშქრეთა, სამაგიდო თამაშების, ეკოკლუბი, არტთერაპიის და ა.შ. კალათბურთის, ჭადრაკის, ხელსაქმის, ხატვის, ცეკვის და თეატრალური წრეები.

სკოლა პროგრესი ორიენტირებულია ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს.  შედეგად, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს საბავშვო ტექ-სკოლა Re:School, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ვებ პროგრამირების საფუძვლები, კიბერ უსაფრთხოება, ვებ დიზაინი და თამაშების შექმნა. გარდა ამისა, სამივე ქალაქის სკოლა აღჭურვილია ქიმიის, ბიოლოგიისა და  STEM–ის თანამედროვე ლაბორატორიებით.

 

ანაგი

http://anagi.ge/en/

“ანაგი” უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.

“ანაგის” ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.

2011 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა - ISO 9001. 2017 წელს “ანაგმა” წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, ხოლო 2019 წელს, „ანაგი“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო მის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შესაბამისად, მოეპოვებინა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას გააჩნია 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. დღესათვის კომპანიაში დასაქმებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.

“ანაგის” მთავარი მიზანია დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, რაც კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს “ანაგი” სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:

•           საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო დანიშნულების ობიექტების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას;

•           ინტერიერის დიზაინს და შიდა სამუშაოების შესრულებას;

•           გარე მოპირკეთების სამუშაოების წარმოებას;

•           საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს;

•           ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას;

•           ლაბორატორიულ მომსახურებას საშენი მასალების და ნაკეთობების ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად;

•           კონსულტაციებს ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით.

 

 

აპარტ დეველოპმენტი

https://www.apart.ge/

„აპარტ დეველოპმენტი“ 2019 წელს დაარსდა. კომპანიამ ბაზარზე ადგილი მალე დაიმკვიდრა და 2020 წლიდან თბილისის ისტორიულ ცენტრში ახალი პროექტის Old City Panorama-ს მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული კომპლექსი მოიცავს სამ შენობას და სულ 8 სართულიანია. კომპანიის მიზანია ძველი თბილისისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა და ავარიული შენობების ჩანაცვლება ახლით, შესაბამისად, პროექტის ექსტერიერის დიზაინი იდეალურად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და ამავდროულად თანამედროვე იერსახეს სძენს.

აღსანიშნავია, რომ „აპარტ დეველოპმენტმა“ სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნა დამატებით, დისტანციური სერვისები, რაც უცხო ქვეყნიდან ბინის შეძენის პროცესს  უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

„აპარტ დეველოპმენტი“ მშენებლობას აწარმოებს უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის გუნდისთვის თითოეული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი უმნიშვნელოვანესია,  შესაბამისად, კომპანიაში ითვალისწინებენ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, ირჩევენ დახვეწილ  ექსტერიერს, ეფექტურ შიდა დაგეგმარებას და, რაც მთავარია, საუკეთესო ადგილმდებარეობას.

აპტოსი

https://aptos.global/country/3/georgia/ge

აპტოსი ინოვაციური ძაფები და მეთოდებია, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში - პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატოლოგიაში სახისა და სხეულის ლიფტინგისთვის, კონტურირებისა და გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსის მეთოდები ხასიათდება მომენტალური შედეგით, პროცედურის შემდეგ ის არ ტოვებს კვალს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ეს უნიკალური ძაფები და მეთოდები ფართოდ აღიარებულია მსოფლიოში და წარმატებით გამოიყენება სპეციალისტების მიერ 75-ზე მეტ ქვეყანაში.

ამ ინოვაციურ მეთოდებზე აპტოსი 18 უნიკალურ პატენტს ფლობს, რომელთაგან 8 საერთაშორისოა.

აპტოსს ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია. იგი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. აპტოსის ძაფები 75-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაში, ბერლინში, ლატვიაში, რუსეთსა და ჩინეთში.

 

არსი

კომპანია"არსი"  საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი დეველოპერული კომპანიაა. იგი 1989 წელს დაარსდა, როგორც არქიტექტურული კომპანია და 1992 წლიდან დაიწყო ბინათმშენებლობა. ,,არსის“ ისტორია უკვე 35 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

2013 წლიდან ,,არსი“ ესტონურ კომპანია ,,FIRST TELECOM TRADING“-თან ერთად იწყებს განსხვავებული კონცეფციის პროექტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს არა ცალკეული სახლების, არამედ ურბანული საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას.

ქართულ-ესტონური ჯგუფის პირველი წარმატებული პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე“ იყო, სადაც  5.5 ჰექტარზეა განაშენიანებული ახალი საცხოვრებელი უბანი. კომპლექსი მოიცავს 28 საცხოვრებელ სახლს, კომერციულ ფართებს, სარეკრეაციო და საზოგადოებრივ სივრცეებს. აღნიშნული კომპლექსი დღეს თბილისში საცხოვრებლად ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად ითვლება და დაახლოებით 3,500 ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი კონცეფციით კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტებია:

  • „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“
  • „შენი სახლი სამგორში“
  • „შენი სახლი ლისზე“
  • „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“

2013 წლიდან დღემდე უკვე აშენებული და დასრულებულია ჯამში 55 საცხოვრებელი სახლი, რომელთა  საერთო მოცულობა 275,000 კვ.მ-ია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 60 მლნ-ზე მეტია.

 

არქი

http://www.archi.ge

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის. კომპანია თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. არქის აქვს 19 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი თბილისსა და ბათუმში, 1 დასრულებული კომერციული პროექტი და 14 მიმდინარე მშენებლობა. უახლოესი 3 წლის მანძილზე დაგეგმილია 10-მდე ახალი პროექტის განხორციელება.

2010 წელს არქიმ საქმიანობის დიაპაზონი გააფართოვა და საქართველოში სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ფუნქციონირებს ორი ევროპული დონის სასტუმრო შოვსა და კვარიათში („სანსეტ-შოვი“ და „სანსეტ-კვარიათი).

გარდა ამისა, არქიმ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და პირველი პროდუქციის გამოშვება 2019 წლის ბოლომდე იგეგმება.

არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლება იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში.

 

ASBC

https://asbc.ge/

ASBC არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც IT სექტორში ნერგავს სერვისებსა და პროდუქტებს. კომპანია მუშაობს 3 ბიზნეს მიმართულებით, როგორიცაა B2B, B2C და E-com.

2017 წელს კომპანიამ საქართველოში დაიწყო Apple პროდუქტის რეალიზაციის ახალი გამოცდილების შექმნა iSpace | Apple Premium Reseller მაღაზიების დახმარებით.

ASBC-ის ამჟამინდელი მიზანია დაეხმაროს კომპანიებს Apple-ის მოწინავე გადაწყვეტების დანერგვაში Apple-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით მიღებული უნარების საშუალებით.

 

აჭარა ჯგუფი

https://adjaragroup.com/

„აჭარა ჯგუფი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმართ -მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც აგრობიზნესის სფეროს განვითარებას და ცხოვრების კულტურის ამაღლებას ემსახურება.

„აჭარა ჯგუფი“ ლიდერია ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვაში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორიცაა Rooms Hotel -  თბილისსა და ყაზბეგში, უმაღლესი კლასის Stamba Hotel და მოდური Fabrika Hostel.

ინოვატორული პროექტების წყალობით, კომპანიის წვლილი დიდია დედაქალაქის და რეგიონების ურბანულ განვითარებაში, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.

 

ბაზისბანკი

http://www.basisbank.ge/

„ბაზისბანკი“ საქართველოში 1993 წელს დაარსდა. ბანკის მენეჯმენტს ჰქონდა  მკაფიო მიზანი, შეექმნა მოქნილი, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. მუდმივი და სტაბილური ზრდისა და განვითარების ფონზე, „ბაზისბანკმა“ აიმაღლა ცნობადობა და  რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.
2008 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) “ბაზისბანკის" 15%-იანი აქციათა პაკეტის მფლობელი გახდა. 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, დღეს ეს წილი 99.8%-მდე გაზარდა. თავად  „ჰუალინგ ჯგუფმა“  საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო საინვესტიციო  პროექტების განხორციელება და დღემდე, „ჰუალინგ ჯგუფმა „ საქართველოში განახორციელა 5 ძირითადი, მსხვილი  საინვესტიციო პროექტი, რომელთა მთლიანი  საინვესტიციო თანხა 2014 წლის ბოლოსათვის  500 000 000 აშშ  დოლარია.  2014 წლის ბოლო მონაცემებით, „ჰუალინგ ჯგუფი“  საქართველოში წამყვან, უცხოურ საინვესტიციო კომპანიად დასახელდა.
დღესდღეისობით „ბაზისბანკის“ ბრუნვა ყოველწლიურად აღემატება 46 მლნ ლარს. მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა გადასახადების სახით 4,6 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანობაში “ბაზის ბანკის” თანამშრომლების რაოდენობა 300-ს აღემატება.

ბანკი ქართუ

http://www.cartubank.ge/en/

სს ,,ბანკი ქართუ’’ დაფუძნდა 1996 წლის 1 ნოემბერს და 1997 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. საქმიანობის დაწყების პირველივე ეტაპზე, ბანკის იმიჯი და პრესტიჟი კლიენტებისადმი მისმა განსაკუთრებულმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ განაპირობა. ბანკი ქართუ მომხმარებელს სტაბილურ განვითარებას სთავაზობს. ბანკში მუდმივად იხვეწება არსებული და იქმნება ახალი პროდუქტები, სერვისები და შესაბამისი პროცედურები.

ბანკი ქართუ დაფუძნდა 1 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საწესდებო კაპიტალით, რომელიც დამფუძნებლის მიერ ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს 114,430,000 ლარს შეადგენს.

ბანკის მთავარი მისიაა ისეთი სფეროების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორის ზრდას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი  ქართუ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში და ბიზნესს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებულ საკრედიტო პროდუქტებს სახელმწიფო პროგრამების – „შეღავათიანი აგროკრედიტი“  და „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის შედეგად, 2015 წელს ბანკმა, „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“-სგან მადლობის სიგელი დაიმსახურა. სს ,,ბანკი ქართუ’’ მუდმივად ახდენს ბანკის პორტფელის დარგობრივ და რეგიონალურ დივერსიფიკაციას.

უკანასკნელი მოვლენებიდან სს „ბანკი ქართუ“-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ 2015 წელს მინიჭებული IDR-ის (Issuer Default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“, რაც გამოხატავს ბანკის სიძლიერეს, მისი განვითარების და საქმიანობის უმაღლეს სტანდარტს, რომელიც მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა

https://bemoni.com/main.php?lang=1&uid=202210301929137172434032

შპს  „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული. 

ძირითადი საქმიანობა:

  • ჰიდროელექტროსადგურების, თბოელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტრო სადგურების პროექტირება, სამშენებლო/სამონტაჟო და სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • მაღალი ძაბვის ქვე-სადგურების პროექტირება, სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები;
  • მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების, საკაბელო ელექტრო-გადამცემი ხაზების პროექტირება, სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები;
  • სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული შენობა-ნაგებობის  სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები.

 

„ბი დი ო“

http://www.bdo.ge

აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიო 1999 წელს დაფუძნდა და ბაზარზე 2016 წლიდან ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი. კომპანია აერთიანებს პროფესიული სერვისების, პროგრამული უზრუნველყოფის და ბიზნეს ტრენინგების მიმართულებებს.

220-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიო კლიენტებს სთავაზობს აუდიტორული, საგადასახადო, აუთსორსინგის, კორპორაციული ფინანსების, იურიდიული, ტექნოლოგიური დეველოპმენტისა და მხარდაჭერის მომსახურების და ბიზნეს ტრენინგების ფართო სპექტრს.

ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში რეიტინგში ბიდიო სტაბილურად მე-3 ან მე-4 პოზიციას იკავებს. კომპანია ფლობს სერტიფიცირებულ და პრივილეგირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) აღიარებული დამსაქმებლის უმაღლეს სტატუსს ორივე მიმართულებით -  Trainee Development და Professional Development.

ბიდიოს პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში.

კლიენტებთან, კოლეგებთან და თანამშრომლებთან განსაკუთრებული ურთიერთოებები, პარტნიორული მიდგომები, პასუხისმგებლობა და სანდოობა, დაპირებების შესრულება და ღია, გულწრფელი კომუნიკაციის შენარჩუნება ბიდიოს მთავარი ფასეულობებია.

ბიქეი ქონსთრაქშენი

http://www.bkconstruction.ge/

ბიქეი ქონსთრაქშენი თითქმის 30-წლიანი გამოცდილების მქონე, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა.

ბიქეი ქონსთრაქშენს ზურგს უმაგრებს ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სირთულისა თუ სპეციფიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. კომპანიას უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიც არის სასტუმროები, მოლები, საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, სპორტული დარბაზები თუ სხვა.

მის პორტფელშია ისეთი პროექტები, როგორიცაა დეველოპერული კომპანია m² -ის პროექტები (მათ შორის კომპანია „სვეტის“-გან გადმობარებული დაუმთავრებელი პროექტები), დეველოპერული კომპანია „არქის“ პროექტები, დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ პროექტები, „თბილისი გარდენსის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო რედისონ წინანდალი, სასტუმრო პარკ ინი წინანდალში, სასტუმრო მოქსი, სასტუმრო რამადა ენკორი, სასტუმრო რამადა თბილისი, სასტუმრო გუდაური ლოჯი, სასტუმრო იბისი თბილისი სტადიონთან და სხვა.

ბიქეი ქონსთრაქშენი გთავაზობთ სამშენებლო სერვისების სრულ პაკეტს, კომფორტულ მომსახურებას და შეკვეთის დასრულებას დათქმულ ვადებში.

კომპანიასთან თანამშრომლობა გულისხმობს:

 • მშენებლობას საერთაშორისო სტანდარტებით;

 • პროფესიონალურ გუნდს;

 • უმაღლეს ხარისხს.

ბიქეი ქონსთრაქშენი ცდილობს დაამკვიდროს მშენებლობის უმაღლესი სტანდარტები ქართულ ბაზარზე და მხოლოდ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიას გააჩნია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის საკმარისი ნდობა და რესურსები.

 

ბორანი

http://www.borun.ge

„ბორან ჯგუფი“ ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს, ესენია: სამთო მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და საკონსულტაციო საქმიანობა. ჯგუფში შემავალი 6 კომპანიიდან ყველა ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს, ზოგიერთ სპროდუქცია გააქვს ექსპორტზე ევროკავშირში. „ბორან ჯგუფი“ მიზნად ისახავს ბაზარზე წილის გაზრდასდა შესაბამის სფეროებში წამყვანი პოზიციების დაკავებას. ჯგუფი ღიაა ერთობლივი საქმიანობისთვის და საინვესტიციო შესაძლებლობებისათვის საერთაშორისო კომპანიებთან ან ინსტიტუტებთან ერთად და ამით ქმნის თანამედროვე, გამჭვირვალე და დამოუკიდებელ კორპორატიულ სტრუქტურას.

ბორჯომი

http://www.borjomi.ge

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანია „ IDS Borjomi International“-ის შემადგენელი ნაწილია. IDS Borjomi International ნატურალური მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებელია.

წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბოთლში ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში. კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველო“ ქართული მინერალური წყლების ბაზრის ლიდერია. ბაზარზე მისი პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. საყოველთაოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღეისათვის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გაგრა პლუსი

შპს გაგრა პლუსი - ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, დაარსდა თბილისში 2002 წელს. კომპანია ძირითადად სპეციალიზირებულია ძლიერი ალკოჰოლური სასმელების, წვენების და ლუდის იმპორტსა და დისტრიბუციაზე. 2021 წელს კომპანიის წლიური ბრუნვა 78 000 000 ლარზე მეტი იყო. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 90%-ს. კომპანია ფლობს ადმინისტრაციულ შენობას და საწყობს საერთო ფართით 6000 მ2

 

გალფი

http://www.gulf.ge

Gulf Georgia ერთ-ერთი წამყვანი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდი GGulf Oil International, რომელიც 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.  Gulf Georgia 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. გალფის ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით. გალფი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

გასა - ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი

https://www.flygasa.ge/

კომპანია „გასა“ - ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის მიზანს, დასაწყისშივე, წარმოადგენდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ინოვაციური სტანდარტების შეთავაზება.

„გასა“ საქართველოში „პეგასუსის“ ავიახაზების გენერალური სავაჭრო აგენტია. „პეგასუსის“ ავიახაზებმა, რეისების შესრულება თბილისში,  2010 წელს დაიწყო და უკვე 13 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. რეისები სრულდება როგორც თბილისის, ასევე, ბათუმის აეროპორტებიდან.

2014 წლიდან კომპანია „ეარ არაბიას“ გენერალური სავაჭრო აგენტიც გახდა, რომელიც  რეისებს თბილისიდან შარჯის მიმართულებით ახორციელებს.

„გასამ“ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა „ეარ არაბია აბუ დაბისა“ და „ფლაი არნასთან“, რის საფუძველზეც გახდა მათი სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში.

ავიაკომპანიებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პარალელურად „გასა“ საქართველოში წარმოადგენს ორ, თურქულ სარეზერვაციო სისტემას, იატის და ბუქინგაგორას. აღნიშნული სისტემების მეშვეობით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა ავიაკომანიის ავიარეისები და სასტუმროები საუკეთესო ფასად.

გდ ჯგუფი

http://www.whiskyhouse.ge

„GD Group“ და აფილირებული კომპანიები „გდ ალკო“, „ International Brands Network“, „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებია, რომელთაც ქვეყნის მაშტაბით სურსათის დისტრიბუციის საბითუმო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უკავიათ. „გდ ალკოს“ გააჩნია საკუთარი პრემიალური ალკოჰოლური სასმელის მაღაზიათა ქსელი „ვისკის სახლი“ და ასევე, ავითარებს ახალ ქსელს „ალკორიუმს“, რომელიც გათვლილია მომხმარებლის უფრო ფართო კატეგორიაზე. ჯგუფში შემავალი კომპანია შპს „GDG“ წარმოადგენს რეგიონალურ ლიდერს პრემიალური ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობაში და ასრულებს სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისთვის, კომპანიის საკუთრებაშია ასევე საბაჟო საწყობი. კომპანიებში მუდმივად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების და სისტემების დანერგვა და ისინი წარმოადგენენ სანდო და გრძელვადიან პარტნიორებს, როგორც ქართული, ასევე, მრავალი საერთაშორისო კომპანიისთვის.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

https://www.benefits.ge/

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია ახორციელებს საქმიანობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიმართულებით კორპორატიული სეგმენტისთვის და ოპერირებს, როგორც ქართულ, ასევე ამიერკავკასიის სადაზღვევო ბაზარზე.

Global Benefit Georgia-ს საქმიანობის არეალი სადაზღვევო მომსახურებების სრულ ჩამონათვალთან ერთად, მოიცავს სპეციალურ ჯფუფურ სადაზღვევო პროდუქტებსაც. გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი პროდუქტების საერთაშორისო განზომილებაა. მომსახურების ძირითადი პრინციპი არის კლიენტის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მასზე მორგებული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზება. 

კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან საერთაშორიოს სადაზღვევო კომპანია Global Benefits Group (GBG) და ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგი საქართველოში - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG).

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია დაზღვევის პროდუქტთა ფართო სპექტრს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით:

1.         სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა

2.         ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა

3.         სპეციალური ჯგუფური დაზღვევები

4.         ინდივიდუალური დაზღვევა

GNS GEORGIA

https://lines.coscoshipping.com/home/?fbclid=IwAR0CL973cBQOrnHE_yxF5fNTT_IcF1PHY7CCwLHrwP2sTKp35nRjjLh-Etw

GNS GEORGIA  2013 წლიდან საზღვაო ხაზის, Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური აგენტია კავკასიის რეგიონში.

GNS GEORGIA  ფლობს საკონტეინერო ბაზრის 15%-იან წილს საქართველოსა და კავკასიაში. კომპანია წარმოდგენილია როგორც  თბილისში, ასევე,  ფოთსა და ბათუმში. შესაბამისად, კომპანია გამოირჩევა  ადგილობრივი რეალობის უნიკალური ცოდნითა და შესაბამისი ექსპერტიზით.

ამჟამად, GNS GEORGIA-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის ტვირთების გადმომისამართებაზე საქართველოს დერეფანში, რაც თავის მხრივ ქვეყნის პორტებსა და რეგიონში ტვირთბრუნვას გაზრდის.

 

გორგია

http://bmcgorgia.ge/?lang=ge&page=1

“გორგია” 1998 წელს დაარსდა, რითაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს “გორგია” ამიერკავკასიაში წამყვანი, ყველაზე მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. “გორგია” ბაზარზე წარმოდგენილია “ჰიპერმარკეტი გორგია” , “გორგია პრემიუმი” და იკეას სახით.

“ჰიპერმარკეტი გორგია”

2014 წელს “გორგიამ” პირველად საქართველოს ბაზარზე 10.000 კვ. მეტრზე გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი ჰიპერმარკეტი. სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში დღეს “გორგია” უპირობო ლიდერია და ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი მაღაზიით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი,მარნეული და ზუდიდი. (ჯამში  39151,5 მ2) “გორგიაში” ყველაფერია რემონტისთვის და მშენებლობისთვის: კერამიკული ფილები, სააბაზანო მოწყობილობები, ავეჯი, ცენტრალური გათბობის სისტემები, სახურავები, ლამინირებული იატაკი, საღებავები, სამშენებლო ქიმია, ჭურჭელი და სხვა 40 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

“გორგია პრემიუმი”

“გორგია პრემიუმი” საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის შეიქმნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი. “გორგია პრემიუმის” შოუ-რუმში შესაძლებელია ევროპული ბრენდების შეძენა შემდეგი კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები. საცალო გაყიდვების გარდა დიზაინის იდეიდან პროექტის რეალიზებამდე “გორგია პრემიუმი” აგრეთვე თანამშრომლობს: დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერებთან და ეხმარება მათ პროექტის ყველა ეტაპზე.

„იკეა შოპი“ საშუალო შემოსვლის მქონე მომხმარებლისთვის გაიხსნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამედროვე დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასები.

“გორგიას” უპირატესობა განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი და ძლიერი კორპორატიული გაყიდვებია. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე და სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები. კომპანიის სწრაფვა, გააუმჯობესოს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, დადასტურებულია 2009 წელს მიღებული ISO სერტიფიკატით. მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალფეროვანი და ხარისხიანი საქონლის ასორტიმენტი, პროფესიონალი კადრები, მაქსიმალურად მოქნილი სერვისი - ეს არის “გორგიას” წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებელი ირჩევს “გორგიას”!

გუდვილი

http://goodwill.ge/index.php?m=801

კომპანია ”გუდვილი” 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად დინამიურად ვითარდება. დღეს ის საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 4 სუპერმარკეტს, ცენტრალიზებულ საწარმოს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს. გუდვილში დასაქმებულია 1400-მდე ადამიანი. კომპანიის მისიაა იყოს ლიდერი საცალო ვაჭრობისა და წარმოების ბაზარზე, წარმართოს საქმიანობა მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

1. “გუდვილი დიდი დიღომი” - ჰიპერმარკეტ გუდვილის პირველი ობიექტი 2004 წელს დიღომში გაიხსნა. ჰიპერმარკეტის საერთო ფართი: 24 000 კვ/მ.-ია.
2. “გუდვილი ვაკე” - 2009 წელს გაიხსნა სუპერმარკეტი ”გუდვილი ვაკე”. ფილიალის საერთო ფართი: 2 500 კვ/მ.-ია.
3. “გუდვილი საბურთალო” - 2011 წელს გაიხსნა. საბურ-თალოს ჰიპერმარკეტის საერთო ფართობი 4300 კვ.მ.-ია.
4. “გუდვილი ბათუმი” - 2010 წელს გაიხსნა ბათუმის გუდვილი (საერთო ფართი 500 კვ/მ). “გუდვილი ბათუმის” საერთო ფართი: 1,400 კვ.მ.-ია
5. “გუდვილი ბათუმი” (სოკარი) - გუდვილის სუპერმარკეტი განთავსებულია ბათუმში მდებარე სოკარის სერვის-ცენტრშიც. ამ ობიექტის საერთო ფართობია 250 კვ.მ.
6. “გუდვილი გორი” (სოკარი) - 2012 წელს, თბილისი-გორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაიხსნა. გორში მდებარე გუდვილის მულტიფუნქციური ობიექტის საერთო ფართობი 800 კვ.მ.-ია.
7. “გუდვილი ლილო”  (სოკარი) – 2013 წელს, თბილისის შემოსასვლელში სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე  500კვ.მ
8. “გუდვილი ბათუმი“ (გორგილაძის #88) -  2015 წელი,  ბათუმის სითი მოლში, 2600კვ.მ

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია.  „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნესიდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

„გუდვილის“ საქმიანობის სფერო მისი მულტიფორმატული სტრუქტურიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანია, გუდვილი არის გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, ბულგარული, უკრაინული საკვები და არასაკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში.

„გუდვილის“ ქვე-ბრენდებია: „გუდვილ-ქეითერინგი“ (100-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი), „გუდვილ-სელებრეიშენ“, „გუდვილ ჯელატერია“, ბულანჟერია – "მარშე", კაფეტერიები – "პანორამა ბუფეტი".

დაგი

http://www.dagi.ge

სამშენებლო კომპანია „დაგი",  დაარსდა 2004 წელს და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 350 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები.

კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 ხარისხის მართვის  სერთიფიკატი, რომელიც 2015 წელს განახლდა და გადაკვალიფიცირდა ISO  9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატით. 2015 წლის ოქტომბრის თვიდან  - შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების  ტექნიკის მენეჯმენტის  სერთიფიკატი OHSAS 18001:2007 და 2016 წლის მარტიდან ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004. ასევე, 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში". 

 

დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი

http://www.dependencefreelife.ge/

‘დსმც” კლინიკების ქსელი წარმოადგენს დამოკიდებულების სპეციალური ჩანაცვლებითი თერაპიისა და მომიჯნავე ინფექციების მკურნალობის დაწესებულებებს.

პირველი დამოუკიდებელი  ცენტრი გაიხსნა თბილისში 2012 წელს.

დღესათვის კომპანია ოპერირებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გააჩნია რამოდენიმე ათასი პაციენტის ხანგრძლივი, სრულად კონფიდენციალური მკურნალობის გამოცდილება და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში ფართო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და ასევე საქმიანობის გეოგრაფიის გაფართოება მეზობელ ქვეყნებში.

 

დიპლომატ ჯორჯია

http://www.diplomat.ge/

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა,  რომელიც 50 წელია ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებელი კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში: ისრაელი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა, კვიპროსი და ახალი ზელანდია.

,,დიპლომატ ჯორჯია“ საქართველოში 2008 წელს დაარსდა. 2014 წელს კომპანიამ ააშენა A კლასის ულტრათანამედროვე სასაწყობე მეურნეობა და იყენებს სასაწყობე და გაყიდვების მართვის  მხოლოდ თანამედროვე სისტემებს.

,,დიპლომატ ჯორჯია“   თანამშრომლობს როგორც მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო, ისე ადგილობრივ წამყვან კომპანიებთან და ახორციელებს მათი პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია ამაყობს,  რომ ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, შესაბამისად ქართულ ბიზნესს.

დრესაპ ჯგუფი

https://dressup.ge/ka/

დრესაპ ჯგუფი 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid’s Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Lacoste, Gant, Etam, Samsonite, Hummel, Vans, Birkenstock და სხვა.

საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.

კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანია მხარს უჭერს ქართული ენის გაძლიერებისკენ მიმართულ მოძრაობას, „არაბარბარიზმებს“ და ფერეიდნელების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში - იქნება ეს მათი კურსების დაფინანსებით, კომპანიაში დასაქმებითა თუ სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობით. 

ეარ მენეჯმენტ სისტემსი

http://facebook.com/103621618095531

„ეარ მენეჯმენტ სისტემსი“ სავენტილაციო კომპონენტების, ჰაერსატარების, ფასონური ნაკეთობების, ცხაურების, მაყუჩებისა და დემფერების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოა. კომპანია სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და სირთულის ქართულ ხარისხიან პროდუქციას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს.

კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015-ის შესაბამისად, დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და მინიჭებული აქვს სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოება წარმოადგენდა, თუმცა 2021 წლიდან არსებული რესურსების ოპტიმიზაციითა და მოტივირებული პროფესიონალი გუნდის მეშვეობით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და MEP სექტორში ძლიერი პოზიციონირება მოახდინა.

დღეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის შესრულება ხდება ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებულ ბიუჯეტსა და დადგენილ ვადებში.

ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია

https://www.egt-bg.com/en/home

შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. კომპანია დააფუძნა ბულგარულმა კომპანიამ შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი“ (ეგტ). გლობალურ სათამაშო ინდუსტრიაში ეგტ სწრაფად განვითარებადი კომპანიების რიგს მიეკუთვნება. ეგტ-ს ძირითადი აქცენტი პროდუქტების ფართო სპექტრის განვითარებაზე, წარმოებაზე, გაყიდვებზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე კეთდება.  სათამაშო ბიზნესში შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ გამოირჩევა სწრაფად მზარდი კომპანიის რეპუტაციით. ეგტ-ს პროუდქტები გამორჩეულია  მაღალი ხარისხით, სანდოობით და კონკურენტუნარიანი ფასებით.

კომპანიის საქმიანობა უკავშირდება ფართო სპექტრის სათამაშო პროდუქტების და აღჭურვილობის შექმნას და დისტრიბუციას საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.  კომპანია მუდმივად ზრდის მასშტაბებს, რათა დაააკმაყოფილოს პარტნიორი კომპანიების მოთხოვნილებები და სურვილები. კომპანიის ძირითადი მიზანია გაზარდოს საქმიანობის არეალი და მოგება, განავითაროს და გააძლიეროს ბაზარზე არსებული პოზიცია და სტაბილურად იზრუნოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯიას“ მენეჯმენტი უწყვეტად დარაჯობს ბიზნესგარემოს შესაძლო ცვლილებებს, ყველა სიახლეს, გამოწვევას და შესაბამისად, მზად არის უპასუხოს ბაზრის ნებისმიერ სამართლიან გამოწვევას.  

ამჟამად, შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“-ში დასაქმებულია 70-მდე თანამშრომელი. კომპანიის ყველა  თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა. კომპანია მუდმივად მიისწრაფის თანამშრომლების კვალიფიკაციის, გამოცდილების და უნარების დახვეწისკენ. როგორც დამსაქმებელი, შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ თანამშრომლებს სთავაზობს განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომებს, რათა კლიენტებს მაქსიმალურად კარგი სერვისი მიაწოდონ. 

 

ელიტ ელექტრონიქსი

http://ee.ge//lngeng

„ელიტ ელექტრონიქსი“ 21 წელია რაც მოღვაწეობს ტექნიკის ბაზარზე და  საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად  განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის  შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების  მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 30 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში. „ელიტ ელექტრონიქსი გახლავთ მსოფლიოში წამყვანი ტექნიკის ბრენდების წარმომადგენელი, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, HP, Acer, Lenovo და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Samsung-ის და Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.

ელპლუსი

https://www.elplus.ge/indexeng

კომპანია „ელპლუსი“ 2005 წელს დაფუძნდა და დივერსიფიცირებული პორტფელით ბოლო 18 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა.

„ელპლუსი“ აქტიურად მუშაობს დეველოპმენტის, წარმოების, ჰოსფითალითის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სახელმწიფო, თუ სტრატეგიული პროექტი ქვეყნის მასშტაბით.

„ელპლუსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 ზე მეტი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.

კომპანია მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდისგან შედგება, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

საქართველოში „ელპლუსი“ 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენელია.

 

ერისთავი ესთეითსი

https://eristaviestates.ge/

კომპანია „ერისთავი ესთეითსი“ ახალი ბრენდია 15 წლიანი ისტორიით, რომელმაც საბროკერო კომპანია „რენტალსი“-გან პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება გადაიბარა. თავად „რენტალსი“ ფოკუსირებული  დარჩა, მის პირველად მიზანზე, უძრავი ქონების გაქირავებაზე. ორივე კომპანია ერთი ჯგუფის მფლობელობასა და მმართველობაშია.

„ერისთავი ესთეითსის" და „რენტალსის" ძალების სინერგიით, ჯგუფი გასაყიდად და გასაქირავებლად არჩევს პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას, როგორც საცხოვრებელს ასევე კომერციულს, რის შემდეგაც, მეპატრონესთან აფორმებს „ექსკლუზიურ წარმომადგენლობით მანდატს“. შედეგად, უზრუნველყოფს ობიექტისთვის ინდივიდუალური სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, მის სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ჯგუფს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს საცხოვრებელი და საოფისე უძრავი ქონების კუთხით. მის ანგარიშზე ასობით გაქირავებული ბინა და სახლი უცხოელ დიპლომატებზე და 65.000 კვ.მ.-ზე მეტი გაქირავებული და გაყიდული კომერციული  უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ერევანში.

„საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის“ მიერ გამართულ დაჯილდოებაში, კომპანიამ ზედიზედ ორჯერ  წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიის წოდება მოიპოვა. ასევე მიიღო „Best in Class“  სტატუსი JLL-გან, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოში სიდიდით უძრავი ქონების  მეორე კომპანიაა.

 

ვიარ ჰოლდინგი

https://vr.ge/

„ვილა რეზიდენსი“ 2010 წელს დაარსდა. კომპანიის მისიაა შექმნას თანამედროვე, ინოვაციური საცხოვრებელი თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შეუწყოს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

„ვილა რეზიდენსმა“ განაშენიანება წარმატებით განახორციელა 8 ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწაზე და შეიქმნა საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტზე მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპანიამ 2021 წელს 200 მილიონიანი ინვესტირება განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ინოვაციური პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“განხორციელებას აგრძელებს, რომელიც პირველი რესორტის ტიპის დასახლება იქნება თბილისში.

აღსანიშნავია, რომ „ვილა რეზიდენსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიას და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა, ხოლო ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კომპანია უფრთხილდება გარემოს.

ვისოლი

http://www.wissol.ge

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 18 წლის წინ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. დღესდღეობით „ვისოლი“ უკვე ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ავითარებს. „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: `ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია~, `ვისოლ გაზი~, ავტომომსახურების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“, უძრავი ქონების კომპანია MP Development-ი, სარეკლამო კომპანია „ალმა“, სუპერმარკეტების ქსელი `სმარტი~, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის საქართველო“ და ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსი საქართველო“. „ვისოლ ჯგუფის“ საერთაშორისო პარტნიორები არიან: BNP Paribas, Geneva, Societe General, Geneva, BCGE _ Banque Cantonale de Geneve, ATB - Amsterdam Trade Bank, EBRD - European Bank for Reconstruction and Development, OPIC - Overseas Private Investment Corporation, Hellenic Petroleum, Eko, Total, Chevron, Nokian Tyres, Vianor, Wendy’s, Dunkin’ Donuts.

 

ვიქტორია სექიურითი

http://victoriasecurity.ge

შ.პ.ს „ვიქტორია სექიურითი“ ორი ათეული წელია წარმატებულად ახორციელებს დაცვით საქმიანობას და დარგის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში . კომპანიის სათაო ოფისი მდებარებს ქ.თბილისში , ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ბათუმი , ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, აბაშა, ოზურგეთი, ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, საჩხერე, ახალციხე, ბაკურიანი, ხაშური, გორი, მცხეთა, საგურამო, რუსთავი, მარნეული, თელავი და სხვა.)

წარმატების მიღწევა კომპანიამ შეძლო საიმედოობის მაღალი სტანდარტით და შსაბამისად , წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობით , რისი საუკეთესო ინდიკატორია ის , რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში . აქ საქმიანობს 1900-ზე მეტი, მაღალპროფესიული დონის და გამოცდილების მქონე თანამშრომელი.

კომპანიაში მუდმივი ყურადღება ექცება დასაქმებულთა პროფესიონალიზმს , ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები. გარდა ამისა ახალი კადრების შერჩევისას შესაბამისი სამსახური (HR) ითვალისწინებს არამხოლოდ ფიზიკურ , არამედ ინტელექტუალურ მონაცემებს და ფასდება პიროვნული თვისებები.

კომპანია ხასიათდება სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის მაღალი დონით. ამ უკანასკნელის ამაღლებისკენ მიმართულია ცენტრალური აპარატის , ხელმძღვანელობის განსახუთრებული ძალისხმევა. აღნიშნულზე მეტყველებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების  პროცესი, კომპანიაში შემავალი სამსახურების (ტექნიკური , ოპერატიული, ფინანსული , იურიდიული და რეგიონალური) კოორდინირებული მუშაობა და მიღებული დავალების სწრაფად და ზედმიწევნით შესრულების მაღალი ხარისხი. ყოველივე ეს , განვითარების და მიღწეული წარმატებების გაღრმავების საფუძველს წარმოადგენს.

 

 

ზუმერი

https://zoommer.ge/

„ზუმერი“ 2009 წლიდან ოპერირებს ტექნიკის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ციფრულ ტექნიკას.

ამ წლების განმავლობაში კომპანია წარმატებით პოზიციონირებს საცალო გაყიდვებში და სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციას. 

საქართველოს მასშტაბით, როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ზუმერის მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 18 ფილიალით.

საცალო ქსელთან ერთად კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებებია საბითუმო, კორპორატიული და E-commerce გაყიდვები, სადაც ასევე ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს.

კომპანიის წარმატების მთავარ ფორმულას ციფრულ სამყაროში სიახლეების სადარაჯოზე მუდმივად ყოფნა განაპირობებს, ასევე გამართული ლოჯისტიკური სისტემა, ბრენდის კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის აქტუალური/საჭირო პროდუქციის ზუმერულ ანუ საუკეთესო ფასად შეთავაზება.

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

https://tsmu.edu/ts/

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერაა საქართველოში, განვითარების  ასწლოვანი ისტორიით, რომელიც ახორციელებს  უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს.

დიდი აღიარებაა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წლის 23 მაისს დაფუძნდა სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის  (AMEE) (ამჟამად ეს ასოციაცია გაფართოვდა, მასში გაწევრიანდა მსოფლიოს 110 ქვეყანა და საერთაშორისო ასოციაციის სტატუსი მიიღო) წარმომადგენლობა საქართველოში, AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიოში მესამე ცენტრი, რაც არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ ქვეყნის წარმატებაა: საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

დღეისათვის თსსუ-ში 6 ფაკულტეტია: მედიცინის, მედიცინისა  და სტომატოლოგიის საერთაშორისო,   სტომატოლოგიის,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის. თსსუ-ში აგრეთვე ფუნქციობს საექთნო სკოლა (საექთნო და საბებიო საბაკალავრო პროგრამები).

აღსანიშნავია  ერთობლივი  პროგრამები:  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა  და საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამა.

უნივერსიტეტის მფლობელობაშია 5 საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც დაწყებითი კურსებიდანვე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კლინიკურ  უნარ-ჩვევებს. აკადემიური და კვლევითი საქმიანობის ეფექტურად წარმართვა  მათ, ასევე, შეუძლიათ უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებში.   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 8400-მდე აქტიური სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 2500-ზე მეტი უცხოელი, მსოფლიოს 72 ქვეყნიდან. თსსუ-ის პარტნიორია 120-ზე მეტი უნივერსიტეტი  და საუნივერსიტეტო კლინიკა, მსოფლიოს  30-ზე მეტი ქვეყნიდან. მათთან თანამშრომლობა რეგულირდება ორმხრივი  ხელშეკრულებებით  და/ან   ერთობლივი  საერთაშორისო პროექტებით (ERASMUS +, HORIZON, MEVLANA და სხვა).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  2012 წლის თებერვლიდან დღემდე ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების 550-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების თუ კლინიკური აქტივობის მიზნით.

 

 

 

 

თბილღვინო

http://www.tbilvino.ge

თბილღვინო არის მაღალხარისხიანი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია 1962 წლიდან. კომპანია ფლობს ღვინის საწარმოს - თბილისში და ყვარელში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა ყოველწლიურად აწარმოონ 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო.

ყურძნის მოსავლის ნაწილს თბილღვინო იღებს კახეთიში გაშენებული 200ჰა საკუთარი ვენახებიდან, რომელიც აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით.

გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა, ღვინის დაყენების ახალი და ტრადიციული  მეთოდების შერწყმა ხელს უწყობს თბილღვინოს იყოს უნიკალური და შექმნას ღვინოების მრავალფეროვანი ნაირსახეობა. პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე როგორიცაა : Decanter, IWSC, IWC, Mundus Vini, და ა.შ. მიღებული ჯილდოები ამყარებს კომპანიის წარმატებას.  ხოლო ამავე კონკურსში დაჯილდოვებულ ღვინოებს იცნობენ და აგემოვნებენ მთელს მსოფლოში, მათ აფასებენ როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე პროფესიონალები.

თბილღვინო სერტიფიცირებულია ISO 22000 და  ISO 9001 სტანდარტებით, კონცენტრირებულია მუდმივ განვითარებაზე და ინოვაციაზე. სამომავლოდ კომპანია გეგმვს საკუთარი ვენახების გაშენება-განვითარებას, ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებას და ღვინის წარმოების ადგილობრივი უძველესი მეთოდების შენრჩუნებას.

 

თეგეტა მოტორსი

http://www.tegetamotors.ge

„თეგეტა მოტორსი“  წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც  კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას: შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი", „თეგეტა თრეველი“  შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს", ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია ,  „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, “თეგეტა აკადემია“. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 1 500-ზე მეტი ადამიანი. ემსახურება 250 000-მდე საცალო მომხმარებელს, 30 000-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს. გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 24 ფილიალს საქართველოში და 3 ფილიალს აზერბაიჯანში. 

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 24 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.

თეთრი კვადრატი

http://w2.ge/en/

„თეთრი კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.

ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“. გარდა ამისა, ბიქეი ჰოლდინგმა განახორციელა ინვესტიცია, ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკის მწარმოებელ ქარხანაში.

ბიქეი ქონსთრაქშენი თითქმის 30 წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.

ქონსთრაქშენი ცდილობს დაამკვიდროს მშენებლობის უმაღლესი სტანდარტები ქართულ ბაზარზე და მხოლოდ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიას გააჩნია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის საკმარისი ნდობა და რესურსები.

სამშენებლო სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, ასევე, დეველოპერულ სექტორში კომპანიის მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად გაჩნდა, „თეთრი კვადრატის“ , დამოუკიდებელ დეველოპერულ კომპანიად ჩამოყალიბების იდეა.

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები შარტავას ქუჩაზე, რომლის მშენებლობას ასევე ბიქეი ქონსთრაქშენი ახორციელებს.

 

თიბისი ბანკი

http://www.tbcbank.ge

„თიბისი ბანკი“ წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის წილი საცალო დეპოზიტებში 33.3%-ს, ხოლო მთლიანად დეპოზიტებში 27.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სესხებისა და აქტივების მხრივ შესაბამისად 27% და 25.8% წილით. ბანკი ემსახურება 1.100 ათასზე მეტ კლიენტს დივერსიფიცირებული, მრავალარხიანი პლატფორმით, „თიბისი ბანკის“ 121 ფილიალით. გააჩნია ბანკომატებისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი საქართველოში. ჯგუფში დასაქმებულია 4900 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი, უკვე 4 წელზე მეტია რაც ბანკში მუშაობს. წლების განმავლობასი ბანკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის, Global Financee Magazine-ის მიერ ექვსჯერ დასახელდა როგორც „საუკეთესო ბანკი საქართველოში“, ექვსჯერ The Banker, სამჯერ EMEA Finance და Euromoney-ის მიერ. „თიბისი ბანკს“ მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების არჩევანი აქვს მისი საცალო, კორპორატიული და მცირე და საშუალო, ასევე მიკრო კლიენტებისათვის. ბანკის კლინტთა უმრავლესობა საქართველოშია კონცენტრირებული.

იბერია ბიზნეს ჯგუფი (IBG)

https://www.ibg.ge/

საავტომობილო ჰოლდინგი ,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) 1999 წელს დაარსდა.  IBG ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Seat, Kia Motors და Mitsubishi Motors. ჰოლდინგი ახორციელებს, როგორც ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას,  ასევე,  მომსახურებას ავტოსერვისის, ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების მიმართულებით.

ჰოლდინგის შემადგენლობაშია რუსთავში მდებარე მეორადი ავტომობილების ბაზრობა Myauto და ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების იმპორტიორი კომპანია ITA.

2005 წლიდან, ჰოლდინგს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ შეუერთდა.

იბერია რიფრეშმენტსი

http://www.pepsi.ge

„იბერია რეფრეშმენტსი“ აწარმოებს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს. ძირითადი პროდუქტებია პეპსი და პეპსი ლაითი. ს.ს. „იბერია რეფრეშმენტსი“ ფუნქციონირებს 2004 წლიდან. 2005 წელს Pepsico International-მა იბერია რეფრეშმენტს გადასცა ჯილდო, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია პეპსის ჩამომსხმელებს შორის. დღეისათვის კომპანიას უკავია საქართველოს ბაზარზე ერთერთი წამყვანი პოზიცია. კომპანიაში დასაქმებულია 227 თანამშრომელი. ყოველ წელს კომპანია აფართოვებს პროდუქციის ასორტიმენტს და სიახლეებს სთავაზობს მომხმარეელს.

იზი ჩარტერი

https://easycharter.ge/

ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.

„იზი ჩარტერის“ მთავარი მისიაა მომხმარებლისთვის შექმნას მაქსიმალური კომფორტი და მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები გარემოსა და ადამიანებზე. გუნდი გამუდმებით ახალ მიზნებს ისახავს და, კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, ორიენტირებულია ბაზარზე ხარისხისა და სტანდარტის ზრდაზე.

კომპანიას მოპოვებული აქვს აკრედიტაცია ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონკ-კოგში, საიდანაც წარმატებით ხორციელდება ავიაგადაზიდვები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ხორციელდება ფრენები მალაიზიიდან, ინდონეზიიდან მაკაუდან და ტაივანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

"იზი ჩარტერი" არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ევროპიდან ჰუმანიტარულ რეისებს.

 

 

ინსი

http://insi.ge/about/

კომპანია „ინსი“ დაარსდა  2007 წელს და ბაზარზე ოპერირების სოლიდურ გამოცდილებას ფლობს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საინჟინრო ქსელების მოწყობა.

დაარსებიდან დღემდე კომპანიის ბაზაშია 170-ზე მეტი დასრულებული პროექტი, რომლის ბიუჯეტი 400 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანია “ინსი” არის საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ-დამფუძნებელი და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

 

ITMC

https://itmc.global/

ITMC-იმ მოკლე დროში დაიკავა წამყვანი პოზიციები ტვირთების გადაზიდვისა და ტრანსპორტირების სფეროში და გახდა სანდო პარტნიორი არაერთი წამყვანი ქართული კომპანიისთვის მათი ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვა-განხორციელებაში.

ციფრული ტექნოლოგიების, გამართული, კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული პროცესებისა და კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით, ITMC პასუხისმგებლობის დაზღვევის ქვეშ სთავაზობს მომხმარებელს როგორც სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს, ისე საბროკერო მომსახურებას.

27 ივნისიდან ITMC-ის სერვისებს დაემატა რეგულარული საბორნე გადაზიდვები ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებას. გემზე „ვილნიუსი“, ITMC მომხმარებელს უზრუნველყოფს 50 ადგილით, თითოეულ შესრულებულ რეისზე.

კომპანია აანონსებს 2023 წლის ოქტომბერში საკუთარი ტერმინალის მშენებლობის დასრულებას, რაც მათ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს უმაღლესი სტანდარტების საბაჟო მომსახურებითა და A კლასის სასაწყობე ფართით.

 

იუ ჯი თი

http://www.ugt.ge

„იუ-ჯი-თი“ 21 წლიანი გამოცდილებითა და 350-მდე თანამშრომლით წარმოადგენს რეგიონის ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეში. „იუ ჯი თი“-ს მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. კომპანია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნეს, ისე სამთავრობო ორგანოებს.

დღეისათვის „იუ ჯი თი“-ს კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე „იუ ჯი თი“-მ მოახერხა გამხდარიყო 40-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი.

 

კარფური

https://www.carrefourgeorgia.com/

კარფური, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია. ბრენდი 1995 წელს იქნა წარმოდგენილი - Majid Al Futtaim-ის მიერ. კომპანია კარფურის  რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც  ფრანგულ ბრენდს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 30 ქვეყანაში წარმოადგენს.

კარფური ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათ თანამედროვე საჭიროებებზე მორგებულ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს. ინოვაციური და ციფრული სერვისების დახმარებით კომპანია უზრუნველყოფს მუდმივ წვდომას, მაღალი ხარისხის 40,000-ზე მეტი, პროდუქციის არჩევანზე საქართველოში.

2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების მაღალი პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 69 მაღაზიითა და 3000-მდე თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარსხის პროდუქციის ფართო არჩევანი  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მოხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 

 

კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW)

http://ktw.ge/

KTW ლიდერი კომპანიაა მეღვინეობა და მევენახეობის დარგში. კომპანიის ძირითადი ღირებულებაა ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. ყოველწლიური მზარდი ვენახების რაოდენობა, 2025 წლისათვის მიაღწევს 10,000 ჰექტარს, რაც KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტოლის საშუალებას აძლევს ვენახიდან თარომდე. 

KTW ჯგუფი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

 

·       მეღვინეობა და მევენახეობა

o   4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმო

o   1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები

o   3 ღვინის მარანი 

 

·       ხილის გადამუშავება

o   Nena / ნენა - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო

 

·       სტუმართ-მასპინძლობა

o   Akhasheni Wine Resort & Spa - 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში

o   Orbeliani Residence & Garden - სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე

o   Chateau Askana - უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას

o   Chamber of Georgian Wine - ქართული რესტორანი მცხეთაში

o   Guramishvilis Marani - უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი

o   Velistsikhe Veranda - ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი

o   7 საფირმო მაღაზია მთელი ქვეყნის მაშტაბით

 

გარდა ამისა, კომპანიის მომავალი მიმართულებაა საკუთარი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნა და განვითარება ევროკავშირსა და ჩინეთში.

KPMG

http://www.kpmg.com/GE/en/Pages/default.aspx

KPMG წარმოადგენს პროფესიული ფირმების საერთაშორისო ქსელს, რომელიც ეწევა აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას.

KPMG-ში დასაქმებულია 200,000 ადამიანზე მეტი მსოფლიოს 154 ქვეყანაში.

KPMG-ს ოფისი  საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და ამჟამად დასაქმებული ყავს 100-ზე მეტი თანამშრომელი.

KPMG-ს მიზანია თავისი კლიენტების, თანამშრომლებისა და მსოფლიოს ფინანსური ბაზრის საკეთილდღეოდ, ცოდნა აქციოს რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.

ლიბერთი ბანკი

http://www.libertybank.ge

„ლიბერთი ბანკი“ სამართალმემკვიდრეა 1994 წელს პრივატიზებული, „აგრომრეწვბანკისა“, რომელსაც 2002 წელს სახელი გადაერქვა და „სახალხო ბანკის“ სახელით გახდა ცნობილი. 2010 წლის მარტში ბანკს „ლიბერთი ბანკი“ დაერქვა. „ლიბერთი ბანკს“ საქართველოში ფილიალების ყველაზე დიდი ქსელი აქვს და 1.4 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 72,000-ზე მეტ იურიდიულ პირს უწევს მომსახურებას. ბანკი სიდიდით მესამეა საქართველოში აქტივების ჯამური მოცულობით და 8.2%-იანი წილით. 2009 წლის სექტემბერში „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიამ“ და „ლიბერთი კაპიტალმა“ ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინეს.

ლილო მოლი

http://www.lilomall.ge

კომპანია „ლილო მოლი“ უკვე 25 წელია, რაც ქართულ ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებს.

სავაჭრო ცენტრის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობის შესაძლებლობა წარმოადგენს იმ კონკურენტულ უპირატესობას, რაც წლების განმავლობაში კომერციული ცენტრის წარმატებას განაპირობებს.

35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 6000 -ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

„ლილო მოლის“ ყოველწლიური ვიზიტორების რიცხვი 3 მილიონ ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„ლილო მოლი“ მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე.

LSG Solutions

https://lsg.solutions/

კომპანია LSG Solutions დამკვეთს სთავაზობს მშენებლობის მენეჯმენტის სრულს სერვისს, რაც გულისხმობს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების პროცესის მართვას – პროექტის განვითარების გეგმის შედგენას, ბიუჯეტის განსაზღვრასა და ხარჯების დაგეგმარებას, სატენდერო პროცესის მართვას და პროექტის ვადების, დანახარჯებისა და ხარისხის კონტროლს. კომპანია დამკვეთს ასევე პროექტირების სერვისსაც სთავაზობს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო მიმართულებებით.

სამშენებლო სფეროში რეგიონში არსებული სტანდარტების ამაღლებისა და ევროპულ ხარისხთან დაახლოების მიზნით, LSG Solutions-ის გუნდი თანამშრომლობს ისეთ ლიდერ კომპანიასთან, როგორიცაა 1908 წელს ნორვეგიაში დაფუძნებული სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია  Multiconsult Group. LSG-ის გუნდი Multiconsult UK-თან თანამშრომლობით უკვე არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იღებს მონაწილეობას.

3 წლის განმავლობაში LSG Solutions-მა პროექტები განახორციელა ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის, როგორებიცაა თეგეტა მოტორსი, მაკდონალდსი, ბორჯომი, სილქ დეველოპმენტი,  ასკანელი, კინორ ინვესთმენთი, ჯიჯ ენერჯი, სოდი ინვესთმენთი, ნენსკრა და სხვა.

 

ლუკასი

https://www.lukasiwinery.com/?lang=ka

2013 წლიდან საოჯახო ღვინის მწარმოებელი პატარა ბუტიკური მარანი ,,ლუკასი“ აწარმოებს განსაკუთრებული ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს.

ღვინის წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ შერჩეული, საუკეთესო ყურძენი, რომლის ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ექსკლუზიური თვისებების მისაღებად ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში ძველდება, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს.

ლუკასის მეღვინეობა აწარმოებს მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს საფერავს სახით და სწორედ ამ სახეობის ექსპორტს კომპანია ევროპის და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

2020 წლიდან კომპანიამ პროდუქციის დივერსიფიკაცია მოახდინა და გახდა საქართველოში ისტორიული შამპანურის სახლის Louis Roederer-ს და ასევე Billecart-Salmon შამპანურის ექსკლუზიური იმპორტიორი. ხოლო 2023 წლიდან  კომპანია მექსიკური ტეკილას სახლის Clase Azul-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

 

ლუკოილ-ჯორჯია

http://www.lukoil.ge/

საქართველოში შპს. "ლუკოილ-ჯორჯია"  2002 წლის მარტში ამოქმედდა. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.

კომპანია დღესდღეობით 65 ავტოგასამართი სადგურით და ორი ნავთობ ბაზით ოპერირებს და ის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში.

ლუკოილის საწვავი  ევრო 5 სტანდარტს შეესაბამება და მისი იმპორტი საქართველოში ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან ხორციელდება.

გარდა საწვავისა, „ლუკოილ-ჯორჯია“ ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს.

ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. კომპანია თავს ვალდებულად მიიჩნევს, შეინარჩუნოს ჯანსაღი გარემო  მომავალი თაობების  საკეთილდღეოდ.

მაგი სტილი

http://www.magistyle.ge

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მაგი სტილი“ დაფუძნდა 1995 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კერძო სამშენებლო კომპანიას საქართველოში. კომპანიის სამშენებლო საქმიანობა მიმართულია მყარი და უსაფრთხო შენობა-ნაგებობების შექმნისაკენ, რაც მისი რეპუტაციის გარანტიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა პროექტირება და დაგეგმარება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, საბინაო და სამრეწველო მშენებლობა და მართვა, სამშენებლო დეველოპმენტი.

მედ-დიაგნოსტიკა

https://md.ge/

2019 წელს, საქართველოში გენეტიკური კვლევის ცენტრი „მედ-დიაგნოსტიკა“ დაარსდა.

კომპანიის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვა, რაც ქართველ ექიმებს მისცემს ზუსტ და ოპერატიულ ინფორმაციას, ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე.

დღეისათვის „მედ-დიაგნოსტიკაში“ ხორციელდება 500-ზე მეტი გენეტიკური კვლევა, წერტილოვანი მუტაციიდან გენის სრულ სექვენირებამდე.

„მედ დაიგნოსტიკასთან“ ერთად ჰოლდინგში ერთიანდება, კომპანია „აგრო ლაბი“- ქართული მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობის, სურსათის უსაფრთხოების, ცხოველების ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სფეროებს; ასევე, „როზალინდ ფრანკლინის ველნეს ცენტრი“, რომლის მიზანია საქართველოში პრევენციული და პერსონალური მედიცინის დანერგვა, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ინოვაციური პროცედურებისა და პროდუქტის შეთავაზების გზით.

გუნდის მიზანია საქრთველოში დაინერგოს თანამედროვე ლაბორატორიული სერვისები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებას და სწრაფ პროგრესირებას.

მეიჯერელ საქართველო

https://majorelcareers.ge/

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი — საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“ საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიაში 63 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, საქართველოს გუნდი კი, უკვე 2 500 მეტი წევრისგან შედგება და საქმიანობას 3 ქალაქის 5 ოფისიდან აწარმოებს: ორი თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.

ამჟამად, „მეიჯერელ საქართველო“ 9 პროექტის ფარგლებში მომსახურებას უწევს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ბრენდების მომხმარებლებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

„მეიჯერელი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური დამსაქმებელია, რომელიც მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავს. კომპანიაში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა მეგობრული, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და თითოეულ თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომის განმტკიცებას.

 

 

მერმისი

ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია „მერმისი“  ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს.

„მერმისს“ 2022 წლიდან მინიჭებული აქვს GDP სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს მოთხოვნებს.

კომპანიამ 2022 წელს მთავრობის განკარგულების შემდგომ აქტიურად დაიწყო თურქეთის მედიკამენტების ბაზრის ათვისება რამაც თავისმხრივ იქონია გავლენა ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებაზე საქართველოში.

„მერმისი“ ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებელს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით.

კომპანიას მაღალი ხარისხის, ინოვაციური მედიკამენტები შემოაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ლიტვა, ინდოეთი, თურქეთი და არგენტინა.

„მერმისი“ ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ხარისხიან მომსახურებას აწვდის.

 

მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი

http://metroavrasya.ge/ap/

მეტრო ჰოლდინგი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წელს შემოვიდა სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი”-ს წარმომადგენლობით. კომპანიას გააჩნია 35-ზე მეტი შვილობილი კომპანია.

სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” არის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, რომელმაც ეტაპობრივად გააფართოვა საქმიანობის არეალი და ამჟამად აქტიურად არის დაკავებული სამშენებლო, ტურიზმის, სასტუმრო ქსელების ოპერირების, სატრანსპორტო, სამედიცინო, პროგრამული უზრუნველყოფის, საბროკერო მომსახურება, უძრავი ქონებისა და პროექტების მართვა-ოპერირების, სავაჭრო ქსელების და სხვა სფერობით.

2020 წლის აგვისტოდან ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული სასტუმრო ეუფორია ბათუმი ირიცხება საქართველოს სავაჭრო ფონდის ლისტინგში.

მნიშვნელოვანი პროექტები:

 

  1. ბათუმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავდოსადგური;
  2. მეტრო სითი ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი, სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი);
  3. მეტრო სიტი ლეჯენდ ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი);

 

 

სასტუმრო პროექტები:

 

  1. ეუფორია ბათუმი;
  2. ბათუმი სქაი თაუერ;
  3. ეუფორია გოდერძი;
  4. ლეჯენდ ბიზნეს ბათუმი;
  5. ლეჯენდ ბათუმი;
  6. მეტრო ინტურისტი;
  7. სითი ჰოტელო ბათუმი.

 

მეტროპოლი

https://www.metropol.ge/
„მეტროპოლი მენეჯმენტი” უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა საქართველოში, 2022 წელს. ამავე წელს დაიწყო სამი პროექტის მშენებლობა - „მეტროპოლ ბაგები” თბილისში; „მეტროპოლ კუბი” და „მეტროპოლ ოვალი” ბათუმში.
 
მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნა - პროექტების შერჩევისას, პირველი, რასაც მეტროპოლში ეყრდნობიან მომხმარებლის გამოცდილებაა. გამოცდილი და პროფესიონალიზმით აღსავსე გუნდით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლის ყველა საჭიროებაზე მორგებული პროექტებით, უკვე მოიპოვა ნდობა ბაზარზე. 

თითოეული კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებს და თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ექცევა.

მეტროპოლი იაზრებს რა მისი მომხმარებლის ინდივიდუალიზმსა და განსხვავებულ საჭიროებებს, ცდილობს ფეხი აუწყოს მისი განვითარების ტემპს - სწორედ ამიტომ, მეტროპოლის პროექტებიც დივერსიფიცირებულია დანიშნულებების მიხედვით: სახცოვრებელი, საინვესტიციო, სააგარაკე.

 

მეტტა

https://ka.metta.ge/

კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.

ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით.

კომპანია „მეტტას“ ძირითადი სერვისებია: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი, სარემონტო, საინჟინრო და საპროექტო სამუშაოები და დიზაინ-ბილდი.

„მეტტას“ პორტფოლიო მოიცავს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვა.

 

მოდუსი

https://modus.com.ge/

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელს ითვლის. დროთა განმავლობაში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა კომპანიის მომსახურების არეალი. აქტიურად დაიწყო უცხოური ბაზრის შესწავლა და ქართულ რეალობასთან ადაპტირება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სირთულეების მიღმა ბევრი შესაძლებლობაა, ამიტომ თავდაჯერებულად მიემართებიან დასახული მიზნებისკენ. 

,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

 

ნათს ინქორფორეითიდ

https://www.nutsinc.ge/

ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი  აგროკომპანია „ნათს ინქორფორეითიდ“ 2018 წელს დაარსდა და  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის და თხილის ბაღები დაახლოებით 3000 ჰექტარზე გააშენა  და განავითარა.

კომპანია დასავლეთ საქართველოში 2200 ჰექტარზე 10-12 წლიან თხილის ბაღებს ფლობს, ხოლო აღმოსავლეთში სამი წლის განმავლობაში, 800 ჰექტარზე, ეტაპობრივად გააშენა ნუშის ბაღები.

„ნათს ინქორფორეითიდ“ უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით,  ექსპორტისთვის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ნუშსა და თხილს და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას.

Nexia Iternational

http://nexia.ge/ka/home

Nexia Iternational-ი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას და ამას ეფექტურად აკეთებს დაგროვილი ექსპერტიზითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უნიკალური გამოცდილებით.  ის მსოფლიოს 122 ქვეყანაში ოპერირებს და 2014 წლიდან წარმატებულად მუშაობს უკვე საქართველოშიც.

Nexia TA საქართველო Nexia International-ის წევრ ქვეყნებს 2014 წლის მაისში შეუერთდა და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა. დღეს მისი კლიენტები წარმოდგენილები არიან  ისეთ სფეროებში,  როგორებიცაა მშენებლობა, წარმოება, ფინანსები, ვაჭრობა, საბანკო, უძრავი ქონება, ტურიზმი, არასამთავრობო/საბიუჯეტო, სასტუმროები და რესტორნები.

ის  მათ სთავაზობს  შემდეგ სერვისებს:

•           აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;

•           საგადახდო აუდიტი, დაგეგმვა, კონსულტაციები;

•           საბუღალტრო აღრიცხვა;

•           კონსალტინგი მენეჯმენტის, ქონების შეფასების, ბიზნეს შეფასების, HR სტრუქტურების, შიდა პროცესების მართვის, ბიუჯეტირების, ბიზნეს გეგმების და კორპორატიული ფინანსების მიმართულებებით.

•           იურიდიული მომსახურება - კორპორატიული და შრომითი სამართალი, მხარდაჭერა სამართლებრივ დავებში

Nexia TA-ს ბაზაზე დაფუძნებულია Nexia TA აკადემია და Nexia TA სოლუშენსი. Nexia TA აკადემია  ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. Nexia TA სოლუშენსი კი  წარმოადგენს მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში.

2017 წელს კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული - „წლის კომპანია“.

Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში - Accounting Capacity Building Champion 2018.

2018 წელს Nexia TA და, შესაბამისად, საქართველო შეირჩა 2020 წლის EMEA-ს რეგიონის კონფერენციის ჩატარების ადგილად

Nexia TA გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში "პასუხისმგებელი დამსაქმებელი".

მომხმარებლებს კომპანია სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, მაღალკვალიფიკაციურ მომსახურებას საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზის მეშვეობით.

 

ნიკორა

http://www.nikora.ge/?lng=geo

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი  გახლავთ. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და ყველასთვის საყვარელი მზა ხორცპროდუქტების  წარმოებას უკავშირდება.


"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია - განვითარება / გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება / დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს.


"ნიკორას" ჰოლდინგში ხორცპროდუქტების,  ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით -  260-ზე მეტი სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.  "ნიკორას" ჰოლდინგში ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.  


"ნიკორა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა... დღეს, ჰოლდინგში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობს, რომელთა რაოდენობა კომპანიის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება.


"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს  და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.


მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას "ნიკორას" მიმართ კომპანიის 20 წლიანი გამოცდილება, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფასისა და ფასეულობის თანხვედრა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი  განსაზღვრავს.

ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები

http://www.nplaw.ge

„ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე იურიდიულ კომპანიას საბანკო, საფინანსო, საგადასახადო, საკორპორაციო, შრომის და გადახდისუუნარობის, ინტელექტუალური, უძრავი ქონების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით. კომპანია უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო გარიგებებსა და დავებში კლიენტების ინტერესების დაცვას და სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. კომპანიის წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს მაღალკვალიფიციური, შესაბამისი სამართლის დარგებისა და ინდუსტრიის თავისებურებების მცოდნე იურისტებით დაკომპლექტებული გუნდი.

 

ნოვა

https://nova.ge/

„ნოვა“ 2006 წელს დაარსდა და დღეს  სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში.

„ნოვას“ წარმოების მიმართულება მოიცავს თუნუქის, პოლიეთილენის, საიზოლაციო მასალა XPS-ის, წებო-ცემენტებისა და შავი მეტალის 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

კომპანია არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში,  როგორებიცაა: Nippon Paint-ის ჯგუფი: BETEK და FAWORI; Saint Gobain-ის ჯგუფი: IZOCAM და RIGIPS; INGCO; BIEN.

„ნოვას“ მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური, გორი, თელავი და მარნეული, სადაც მომხმარებლისთვის კომპანიის შეთავაზებული სრული ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. 2024 წლიდან კი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია კიდევ რამდენიმე რეგიონში გახსნის ფილიალებს.

„ნოვამ” BETEK-ის ბრენდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა ამ ბრენდის წებო-ცემენტების წარმოების ფრენჩაიზი, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

კომპანიის მიზანია უახლოეს მომავალში ქართული ნაწარმი პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი გაფართოება ამიერკავკასიის რეგიონში.   

 

ნუტრიმაქსი

https://www.nutrimax.ge/

ნუტრიმაქსი დაარსდა 2009 წელს  და გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მცირე და საშუალო ფერმებისთვის დაიწყო კომბინირებული საკვების წარმოება.

ორგანიზაციის მისიაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან საკვებზე - ხორცის, თევზის, კვერცხისა და რძის პროდუქტების მიმართულებით. აღნიშნულის მისაღწევად, ნუტრიმაქსი წარმატებით უზრუნველყოფს ფერმერებს ცხოველებისა და ფრინველების უმაღლესი ხარისხის საკვებითა და კვების თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

დაარსების დღიდანვე ნუტრიმაქსი არის ცხოველთა კვების ტექნოლოგიაში მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Trouw Nutrition-ის პარტნიორი.

ნუტრიმაქსს გააჩნია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საწარმო, რომელიც 2016 წელს გაიხსნა ჰოლანდიელი პარტნიორების აქტიური დახმარებითა და ჩართულობით.

ამჟამად ნუტრიმაქსი აწარმოებს 100-მდე დასახელების პროდუქციას 10-მდე სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველისა და ფრინველისთვის.

2017 წლიდან ნუტრიმაქსი ფლობს ISO:22000-ის სერთიფიკატს და მუდმივად ავითარებს ხარისხის სტანდარტებს, რამდენადაც პროდუქციის და კომპანიის მართვის ხარისხი მისი წარმატების მთავარი საფუძველია.

გარდა იმისა, რომ ნუტრიმაქსი არის თავის სფეროში საქართველოში ლიდერი კომპანია, ახორციელებს და ავითარებს ექსპორტს, როგორც ამიერკავკასიის, ასევე, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში.

ოდა

http://odahome.ge/#/en

კომპანია „ოდა“ დეველოპერულ ბიზნესში პანდემიურ 2020 წელს შევიდა. საწყის ეტაპზე ჰოლდინგის ეკონომიკური საქმიანობა  არქიტექტურისა და ინტერიერის დიზანის მიმართულებით არსებულ სერვისებს აერთიანებდა. ბიზნესის ფუნქციონირებისას მიღებულმა გადაწყვეტილებებებმა, რომლებიც  ერთდროულად ფუნქციურიც იყო და შემოქმედებითიც ჰოლდინგში შემავალი   ახალი კომპანიის შექმნის იდეა წარმოშვა, რომელიც დღეს უკვე „ოდას“ სახელით არის ცნობილი.

ოდა ჰოლდინგი, ოპერირებს უძრავი ქონების სფეროში, ეკონომიკური საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგი მიმართულებებით:

 

•           სამშენებლო დეველოპმენტი

•           სრული არქიტექტურული მომსახურება

•           ინტერიერის დიზაინი

•           3D ვიზუალიზაცია

•           უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მომსახურება

•           ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება

 

ორბი ჯგუფი

https://orbigroup.ge/ge

„ორბი ჯგუფი“ - საერთაშორისო ჰოლდინგი, უმსხვილესი დეველოპერი ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ბიზნეს-ფორტფოლიო მოიცავს 3 000 000 მ2  ფართობის უძრავ ქონებას და 20 წელია სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს. 

ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც საქართველოში ინვესტირებით დააინტერესა მყიდველები მსოფლიოს 72 ქვეყნიდან.

„ორბი ჯგუფმა“ არაერთხელ მოიპოვა მსოფლიო აღიარება უძრავი ქონების სფეროში. მიმდინარე გრანდიოზული პროექტით, ORBI TWIN TOWER  ამ სფეროში „ოსკარის“, FIABCI  Prix d'Excellence-ის  მფლობელი გახდა. 

„ორბი ჯგუფი“ პირველი ჰოლდინგია რეგიონში, რომელმაც სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები შექმნა და საქართველოში ცათამბრჯენების მშენებლობის ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი. 

Orbi  Sea Towers, Orbi Residence, Orbi Plaza, Orbi Beach Tower - ეს „ორბი ჯგუფი“-ს წარმატებული მრავალფუნქციური პროექტებია. კომპანიის ყველა პროექტი უნიკალურია, სწორედ ამიტომ „ორბი ჯგუფის“ მიერ განხორციელებულმა მშენებლობებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ქალაქის იერსახე და თითოეული მათგანი ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა.  „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტებში ყოველწლიურად ისვენებს 1 200 000 ტურისტი.  

„ორბი ჯგუფი“ აშენებს სამთო-სათხილამურო კურორტზეც.  ბაკურიანში აპარტ-ოტელის Bakuriani Palace-ის მშენებლობამ, ზამთრის კურორტზე ტურიზმის განვითარებას  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.  

ჰოლდინგის პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრებისა და  განვითარებისათვის, ღირსეული და კომფორტული პირობების უზრუნველყოფა და მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობაა.

„ორბი ჯგუფმა“ შექმნა სტაბილური ბიზნესი სწრაფი ტემპებით განვითარებად რეგიონში  და შეძლო 6 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება. „ორბი ჯგუფს“ დაგეგმილი აქვს არა-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება საქართველოში. „ორბი ჯგუფი“ არის ჰოლდინგი, რომელიც მუდმივად ინოვაციების ეპიცენტრშია!

OHM Energy

https://www.ohmenergy.am/en/about-us

კომპანია OHM Energy 2016 წლიდან განახლებადი ენერგიის საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო დარგში მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელია.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას (EPC), მშენებლობასა და მენეჯმენტს (EPCM), მაღალი ძაბვის გადაწყვეტილებებსა და პროექტირებას, ასევე, EBRD, KFW, FICHTNER ტექნიკური პირობებით/სტანდარტებით პროექტირებას ქსელზე დაერთებული, ავტონომური თუ ჰიბრიდული გადაწყვეტილებებით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, კერძოდ, ენერგო და ელექტრო ინჟინრების და მზის ენერგიის აღჭურვილობის ბიზნეს განვითარების სპეციალისტების.

საქართველოსა და სომხეთში კომპანიის მიერ ჯამში 40 მვტ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო, კომერციული და ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. პარალელურად, კომპანია მუშაობს მწვანე წყალბადის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეკონომიკაში დანერგვაზე.

OHM Energy საქართველოში წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა Tier1 გერმანული მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი AE Solar, ინვერტორების მწარმოებელი “ჰუავეი”, “სანგროუ”, “შტაუბლი” და “ტონგვეი”.

 

პაშა ბანკი

https://www.pashabank.ge/
პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. მისი სათავო ოფისი ბაქოში მდებარეობს და ოპერირებს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
 
აღსანიშნავია, რომ პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 7.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
 
2019 წლიდან პაშა ბანკმა მომსახურების მიმართულებებს დაამატა საცალო საბანკო სერვისებიც, რომლისთვისაც შეიქმნა ქვე-ბრენდი - რე|ბანკი. რე|ბანკი უკვე ორ წელიწადზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებს და ერთ-ერთი მათგანი არის ტოპ|ქარდი - ეს არის შოპინგ ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს, შეიძინოს სასურველი ნივთი თუ მომსახურება ახლა და გადაიხადოს მერე: ბარათის გამოყენება შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა სექტორში. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ობიექტების რიცხვმა უკვე 1,400-ს გადააჭარბა. სხვადასხვა პარტნიორთან მოქმედებს ღირებულების სხვადასხვა რაოდენობის თვეზე გადანაწილების პრინციპი, რეკომენდებული ვადებში ღირებულების დაფარვისას მომხმარებელს ერთი თეთრითაც კი არ უძვირდება შენაძენის ფასი, ის უბრალოდ უნაწილდება სხვადასხვა რაოდენობის თვეზე, გააჩნია სად იშოპინგებს. ტოპ|ქარდი არის უფასო - მას არ აქვს არც მომსახურების და არც დამტკიცების საკომისიო. ბარათის აღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი rebank.ge-ზე და ბუნებრივია, ბანკის ფილიალებში და გაყიდვის სხვა წერტილებშიც.

პე ეს პე ჯგუფი

http://www.psp.ge

„პე-ეს-პე“ 23 წელია საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხის გარანტია. 2016 წელს განხორციელებული რებერნდინგის პროექტით „პსპ“ პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს-ჯილდო „სტივი ევორდსი“ გადაეცა.

კომპანია წარმატებით საქმიანობს ფარმაცევტული სფეროს სამივე მიმართულებით: მედიკამენტების წარმოება, დისტრიბუცია და სააფთიაქო ქსელი; თითოეული მიამრთულებით „პე-ეს-პე“-ს სამივე კომპანია ფლობს  ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატს ISO 9001:2000; ამასთან„პე ეს პე“-ს ფარმაცევტული საწარმო ასევე ფლობს GMP EU სერთიფიკატს, ევროკავშირში არსებული ფარმაცევტული წარმოების ლიცენზიას - გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების წარმოების დოკუმენტს. „ჯიემპის“ მიერ წარმოებული პროდუქცია 17 ქევყანაში გადის ექსპორტზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს საექსპორტო ქვეყნების სამედიცინო საზოგადოებაში. „პე-ეს-პე ჯგუფის“ აერთიანებს ევროპული სტანდარტების მარავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსა“ და სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევას“.

„პე-ეს-პე“-ს 200-ზე მეტი აფთიაქი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს ყველაზე დაბალ ფასებში, კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას და ათასობით დასახელების ჰიგიენის, კოსმეტიკის და საბავშვო პროდუქციას და ყოველთვიურად 2მლნ მომხმარებლის „ოჯახის აფთიაქია“. 

პეტროკას ენერჯი ჯგუფი

http://www.petrocasenergy.com

Petrocas Energy Group-ი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ჰოლდინგს, რომელიც დაკავებულია ნავთოპროდუქტების ტრანსპორტირებით კასპიის რეგიონში, შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჯგუფი ახორციელებს თრეიდინგს, ფორვარდინგსა და ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური პროდუქტების შენახვას ფოთის ტერმინალში, რომელთა ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით ხდება. ჯგუფი ასევე ფლობს საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის _ „გალფის“ სახელით ოპერირებს.

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG)

https://www.pmcg-i.com/

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას, ძირითადად, გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებში წარმართავს.

დაგროვებული გამოცდილების გამოყენებით, PMCG ხელს უწყობს ქვეყნებს ორიენტირებული იყვნენ ეკონომიკის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განვითარებაზე; განხორციელებული სტრუქტურული, ადმინისტრაციული და პოლიტიკის რეფორმები მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების წარმატებით დანერგვას, პოლიტიკის შემუშავებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. PMCG ეხმარება მთავრობებს, კერძო სექტორს, ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო ინსტიტუციებს, მათ საჭიროებებზე მორგებული, ნათელი, ყოვლისმომცველი და პროგრესული მომსახურების მიწოდების საშუალებით.

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინერგიით, გლობალური ხედვისა და საუკეთესო პრაქტიკების ადგილობრივ კონტექსტში ადაპტირებით,  PMCG  პარტნიორებს მხარში უდგას განვითარების პროცესში.

PMCG-ის ძირითადი სერვისები:

-          პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი;

-          ინსტიტუციონალური განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება;

-          მონიტორინგი და შეფასება;

-          ინფრასტრუქტურული განვითარება;

-          კორპორატიული განვითარება და მართვა.

PMCG პროექტებს უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, შუა აზიასა და აფრიკაში; თანამშრომლობდა ისეთ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA).

ქვეყნები:

ავღანეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ეგვიპტე, ეთიოპია, ერაყი, საქართველო, სომხეთი, განა, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, ლიბერია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მოზამბიკი, ნიგერი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი.

დაარსების წელი: 2007

 

 

პროკრედიტ ბანკი

https://www.procreditbank.ge

პროკრედიტ ბანკი, როგორც პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, 17 წელზე მეტია პასუხისმგებლობით ეკიდება საბანკო საქმიანობას. გერმანული გამოცდილებისა და  თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარებით, ბანკი მომხმარებელს განსხვავებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ.

საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით ბანკმა დანერგა და უახლესი აპარატებით აღჭურვა სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები დამოუკიდებლად ასრულებენ საბანკო ოპერაციებს,  დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ისინი ასევე სარგებლობენ პროკრედიტის საერთაშორისო ჯგუფის წევრობით და თანხის გადარიცხვებს დაბალი ტარიფებით ახორციელებენ,  მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავებული ხედვა საბანკო მომსახურების სფეროში ბანკს საშუალებას აძლევს იყოს ინოვატორი.

პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რომლის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.  ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, სხვადასხვა ეკო პროდუქტი და შედეგად, არის პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც ISO სერტიფიკატი მოიპოვა.

საქართველოში ერთადერთი  ბანკი ევროპული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით განაგრძობს მომხმარებლებისთვის ინოვაციური, თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების შეთავაზებას და მათთვის მუდამ საიმედო ბიზნეს პარტნიორად რჩება.

PwC საქართველო

https://www.pwc.com/ge/en.html

“ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” არის წამყვანი ფირმა აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში და წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში. იგი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია.

PwC საქართველოში კლიენტებს ემსახურება 1996 წლიდან, 2005 წელს კი თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა, სადაც 120-ზე მეტი ქართველი პროფესიონალია დასაქმებული. 

ძირითადი მიმართულებების აუდიტისა და საგადასახადო მომსახურებების გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში PwC საქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა PwC ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

PwC საქართველოს პროფესიონალთა უმრავლესობა სწავლებას გადის ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციაში (ACCA), ამ კვალიფიკაციის მქონე წევრები ხელს უწყობენ საქართველოში ბიზნესების  განვითარებას.

PwC საქართველო, აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბაზარზე.

 

რედიქსი

http://www.redix.ge

კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვაა. მთელი საქართველოს მასშტაბით „რედიქსი“ აერთიანებს 35 მსხვილ და საშუალო ზომის, სხვადასხვა ტიპის პროექტს, რომელიც მოიცავს ოფისებს, კომერციულ უძრავ ქონებას, სასტუმროებს, რესტორნებს და საცხოვრებელ ბინებს. რედიქს ჯგუფში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის მართვაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

რედიქს ჯგუფის მთავარი ამოცანაა მასშტაბური სამშენებლო საინვესტიციო პროექტების განხორციელება და უძრავი ქონების ბაზარზე ევროპული სტანდარტების დანერგვა, ნოვატორული კონცეფციების შემუშავება და მათი სწრაფად განხორცირება.

სრულყოფილება და უნაკლო დეტალების ერთობლიობა, გამართული ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად დახვეწილი სტილი და წინასწარ გათვლილი ყველა წვრილმანი – ამ კომპონენტების შერწყმით იქმნება საბოლოო პროდუქტი, რომელიც რედიქს ჯგუფს ძლიერი და სტაბილური კომპანიის პოზიციას უკვე 10 წელია უნარჩუნებს.

 

რეფორმა

http://www.ensisi.ge/

სამშენებლო კომპანია „რეფორმა“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს - მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო საქმიანობა და პროექტირება.

საქართველოს მასშტაბით, „რეფორმას“ 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, რთული და მასშტაბური საინჟინრო პროექტები: გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. კომპანია ასევე უზრუნველყოფს პარკების, ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიების, შენობების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, მოედნებისა და ქუჩების კეთილმოწყობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციას  და სხვა.

რიჩ მეტალს გრუპი (არემჯი)

https://www.richmetalsgroup.com/

„რიჩ მეტალს გრუპი“ („არემჯი“) საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებს. ,,არემჯი’’, სპილენძის, ოქროს და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს პოლიმეტალურ კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს. 

„არემჯი ჯგუფის“ მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავება-რეალიზაციას უმსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული და მეტალურგიული კომპანიები ახორციელებენ. კომპანიიდან მიღებული კონცენტრატის და დორე შენადნობის გაწმენდის შედეგად მიღებული სუფთა ლითონები მეტალების სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე იყიდება.

„არემჯი ჯგუფში“ შემავალი კომპანიები: შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“, სს „არემჯი კოპერი“, შპს „არემჯი გოლდი“ და შპს „არემჯი აურამაინი“ საქართველოში და, კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ამ კომპანიებში ჯამში 3000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა 90% ადგილობრივი მცხოვრებია.

რომპეტროლ საქართველო

https://www.rompetrol.ge/
 
ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და იგი 12 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.
 
ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას აღწევს ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე.
 
კომპანია ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს უმსხვილეს ულტრთანამედროვე გადამმუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში.
 
ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 110 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.
 
KMG Trading AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.
 
KMG International ჯგუფის შვილობილი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 81 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზისა და თბილისში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით.
 
„რომპეტროლ საქართველო“ მომხარებლისათვის ცნობილია როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია ნავთობპროდუქტების ხარისხის თვალსაზრისით, რომელიც უმაღლესი ხარისხის ევრო-5 სატნდარტის საწვავის რეალიზაციას ახორციელებს. იგი 2005 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას 800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „რომპეტროლ საქართველო“ მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებელს ახალ და საინტერესო პროდუქტებს, როგორც კორპორატიულ ასევე საცალო სფეროში.
 
კომპანიამ ქსელის გაფართოვებაც დაიწყო. ახალი სადგურები გაიხსნა რუსთავში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ბათუმში, ფოთსა და გონიოში. დასასრულს უახლოვდება ახალი კონცეფციის სადგურის მშენებლობა ბორჯომში. 2020 წლის ბოლომდე კი 10-მდე ახალი სადგურის დამატება იგეგმება როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც.
 

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

http://sante.ge/

შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძის პროდუქტებისა და წვენების უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში 1997 წლიდან. აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკის“ მხარდაჭერით,განხორციელდა  ძველი საბჭოთა ქარხნის გადაიარაღება თანამედროვე რძის მწარმოებელ საწარმოდ, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გასული 15 წლის მანძილზე „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ შეძლო ჩაენაცვლებინა წლების მანძილზე კუსტარულად წარმოებულ რძის პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა და შეექმნა სრულიად ახალი ბაზარი ქარხნულად წარმოებული რძის პროდუქტებისთვის. ამჟამად, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მომხმარებელს 5 ბრენდსა და 120-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
დღეისათვის, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ბაზრის ლიდერია რძის მიღებასა და გადამუშავებაში. „ოპიკის“ დახმარებით “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა რეგიონებში ნატურალური რძის შეგროვების ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მცირე საოჯახო მეურნეობებისგან ყოველდღიურად ჩაიბაროს და აწარმოოს ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი.
2015 წელს „ოპიკმა“დააჯილდოვა “სანტე ჯი-ემ- თი პროდუქტები“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს ბანკი

http://www.bog.ge

·         საქართველოს უმსხვილესი ბანკი მთლიანი აქტივების, სესხებისა და კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით;

·         33% საბაზრო წილის მფლობელი მთლიანი აქტივების მიხედვით;

·         წამყვანი ბანკი წარმომადგენლობითი ოფისებით ლონდონში, თელ-ავივსა და ბუდაპეშტში;

·         წამყვანი ბანკი, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს:

−     საცალო საბანკო მომსახურებას;

−     კორპორატიულ საბანკო მომსახურებას;

−     დაგროვილი ქონების მართვას;

−     პერსონალური საბანკო მომსახურება - SOLO;

−     საბროკერო მომსახურებას

·         2006 წლის 29 ნოემბერს „საქართველსო ბანკი“ გახდა პირველი ბანკი საქართველოში და მეორე ბანკი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც საკუთარი აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა; 2012 წლის 28 თებერვლიდან კი „საქართველოს ბანკი“ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა; 2012 წლის 28 თებერვლიდან კი „საქართველოს ბანკი“ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია;

·         ბანკი, რომელიც ფლობს სერვისცენტრების ერთ-ერთ ყველაზე ფართო და ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს მთელი ქვეყნის მაშტაბით: 276 სერვისცენტრი, 820 ბანკომატი;

·         ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან:

-       Moody’s: ‘B1/NP’ (FC) & ‘Ba3/NP’ (LC);

-       Fitch Ratings: ‘BB-/B’;

საქართველოს რკინიგზა

http://www.railway.ge

„საქართველოს რკინიგზა“ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ“. ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი საქართველოს გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ შეიტანა. ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის პროცესში საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა განაპირობა, რომელთა რიცხვი 3700 აღემატება. „საქართველოს რკინიგზის“ საერთო სიგრძე 2344, 2 კილომეტრია. 2012 წლის 12 აპრილს შპს „საქართველოს რკინიგზა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

http://ghg.com.ge/

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ბრიტანეთში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ჯანდაცვის სერვისის მრავალფეროვნებით. მასში შემავალი ჰოსპიტალების კარგად დაბალანსებული კლასტერული წყობა საშუალებას აძლევს კომპანიას  უზრუნველყოს სამედიცინო სერვისების მიწოდების საუკეთესო ხარისხი.

დღეისათვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანია „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 37 ჰოსპიტალსა და 12 პოლიკლინიკურ კლასტერს მართავს, სადაც 15 პოლიკლინიკაა და 24 ექსპრეს ამბულატორიული კლინიკა.

ევექსი ფართო გეოგრაფიული დაფარვითა და დივერსიფიცირებული ჯანდაცვის მომსახურების ქსელით ბაზრის ლიდერია, საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს ემსახურება და 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყნის საწოლფონდის 24% იკავებს.

სამედიცინო სერვისებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი წარმოდგენილია ფარმაცევტულ სექტორში, სადაც იკავებს ბაზრის 29%-ს და ყოველთვიურად საშუალოდ 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმაცევტული ბაზარზე ორი ბრენდითაა წარმოდგენილი: ჯპს და ფარმადეპო.

ასევე, კომპანია სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერი კომპანიის, იმედი L- ის მფლობელია, რომელსაც 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით დაახლოებით 110,000 დაზღვეული პაციენტი ჰყავს.

საქკაბელი

http://www.sakcable.ge/

სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი,  დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები,  გაზარდა ასორტიმენტი.

2014 წლიდან ამოქმედდა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის გერმანული წარმოების ავტომატური სისტემა, რამაც კომპანიას წარმოების პროცესში სტანდარტით გათვალისწინებული პარამეტრების ზუსტი დაცვის საშუალება მისცა.

2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი, კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს ხარისხის ნიშანს, ასევე ხარისხისა და წარმოების მენეჯმენტის დამადასტურებელ სერთიფიკატებს. პროდუქცია მომხამრებელთან გაგზავნამდე დეტალურად მოწმდება ქარხნის ლაბორატორიაში.

2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში პროგრამის დახმარებით, მოხდა წარმოების ხელახალი, სრული გადაიარაღება. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც უახლოესი საერთაშორისო სტანდარტით  გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მისცა, როგორიცაა მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა კაბელი ჰალოგენის გარეშე. ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დანერგვამ „საქკაბელს“  საშუალება მისცა, აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია,   რომელიც სრულ შესაბამისობაში არის ევროპულ, LVD-2014/35/EU-ის სტანდარტთან.

„საქკაბელის“ მაღაზიები წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში. იქ საკაბელო პროდუქციის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სახის ელექტრო საქონლის შეძენა.

 

სელფი მობაილი

https://cellfie.ge/ka/about-us/about-company

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მზადყოფნაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში აბონენტია და ყველა თანემედროვე  მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს. 

 

„სელფი მობაილი“ აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის ეთიკისა და კომპლაენსის,  მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სადღეისოდ, „სელფი მობაილი“ საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

 

„სელფი მობაილის“ მიზანია, მიცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. „სელფი მობაილთან“ ერთად აბონენტს შეუძლია ქონდეს მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, ისევე როგორც შთაგონება რომ დაიწყოს რაღაც ახალი და სრულად გამოხატოს საკუთარი თავი. „სელფი მობაილი“ ყველაფერს, რაც აბონენტს ჭირდება ერთიანად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშობის შესაძლებლობებს. „სელფი მობაილის“ მეშვეობით აბონენტი მის სმარტფონს 360 გრადუსით იყენებს.

სვანიძე ჰოლდინგი

https://chateausvanidze.com/ge

„სვანიძე ჰოლდინგი“  დაფუძნებული გიორგი სვანიძის მიერ, წარმოადგენს კერძო კომპანიას, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო ინვესტიციებს და მართავს ჰოლდინგის ქონებას.

აღსანიშნავია, რომ, ჰოლდინგის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე, ამჟამად, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტია.

ჰოლდინგის მისიაა ხელი შეუწყოს  და წაახალისოს ის  კომპანიები,  რომლებიც გვთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე.

2007 წელს დაარსებული „სვანიძე ჰოლდინგი“ აგრძელებს გრძელვადიანი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ამავდროულად ახდენს კლიენტებისთვის რისკების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით  ინვესტიციების განხორციელებით, როგორიცაა კერძო კაპიტალი, უძრავი ქონება და სოფლის მეურნეობა.

„სვანიძე ჰოლდინგი“, რომელსაც გააჩნია 14 წლიანი გამოცდილება, ამჟამად, აერთიანებს  შემდეგ კომპანიებს:  King’s Garden, Golf Land, Sheikh Land, Georgian Spa, Georgian Olive and Chateau Svanidze Winery.

 

სილქნეტი

http://www.silknet.com

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „სილქნეტი“ ახალი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წლის 12 მარტს. კომპანია მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია). კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით და ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. კომპანიის პრიორიტეტებია: მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია, მომსახურების მაღალი ხარისხი, ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქტების მუდმივი მიწოდება, კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

სილქროუდ ჯგუფი

http://www.silkroad.ge

ჰოლდინგი „სილქროუდი“ დაარსებულია მასში შემავალი კომპანიების ინტერესების კონსოლიდირებისათვის.

აღნიშნული ინტერესები მოიცავს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების და სავაჭრო სფეროებს, საკვები პროდუქციის ბაზარს, უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, ინვესტიციებს და კორპორატიულ სერვისებს.

სოკარი

http://www.socar.ge

შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია” საქართველოს ნავთობის საცალო და საბითუმო ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის იმპორტს, ნავთობტერმინალებისა და რეზერვუარების მშენებლობას მოიცავს.
დაარსებისთანავე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ლიდერის პოზიცია დაიკავა. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ბუნებრივი გაზის სექტორში შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია”-მ დააარსა ორი შვილობილი კომპანია: შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” და  შპს “სოკარ ჯორჯია გაზი”.
შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” 2006 წლის სექტემბრიდან ჩართულია საქართველოს ნავთობპროდუქტების სექტორში. კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა ათობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი წარმატებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას. 2008 წლიდან შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა” დაიწყო საცალო ქსელის განვითარება. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ 113 ავტოგასამართ სადგურს, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
ბუნებრივი გაზის ბაზრის სექტორზე ადგილის დამკვიდრების მიზნით, 2007 წლის ივნისში შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” დაარსა შვილობილი კომპანია, შპს “სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “სოკარ ჯორჯია გაზმა” მოიგო ეკონომიკური განვითარების სამინისტორს მიერ გამოცხადებული კონკურსი “სახელმწიფო საკუთრებში არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზების შესახებ”. შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა საქართველოს 30 რეგიონის გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი. დღეისათვის „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს გაზის დისტრიბუციას საქართველოს 44 რაიონში და 386,000 აბონენტს უწევს მომსახურეობას. კომპანიაში დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, მოიჯარეთ მომუშავე კომპანიებში კი რამოდენიმე ათასი ადამიანი.

სპარი

http://www.spar-georgia.com/

საცალო სავაჭრო ქსელი „ფუდმარტი“ დაარსდა 2013 წელს. დღეისთვის ბაზარზე ქსელი წარმოდგენილია 3 ბრენდით - „ფუდმარტი“, „იოლი გასტრონომია“ და „სპარი“. სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ჯამში 142 ერთეულია და სამივე ბრენდი საქართველოს მსხვილ რეგიონალურ ცენტრებში ოპერირებს - თბილისში, ქუთაისში, სამტრედიაში, მარნეულში, გორში,  ბათუმსა და ზუგდიდში. 2014 წლის ივნისში „ფუდმარტმა“ ხელი მოაწერა ლიცენზირების ხელშეკრულებას „სპარ ინთერნეიშენალთან“ საქართველოს მასშტაბით არსებული „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ყველა მაღაზიის რებრენდინგზე. 2016 წელს ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე კომპანიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ზუგდიდში სპარის პირველი რეგიონული ქვე-ფრენჩაიზი გაიხსნა. „სპარ ინთერნეიშენალი“ მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელია 12,000-ზე მეტი მაღაზიით 48 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მაღაზიების ფართო ქსელთან ერთად კომპანია „ფუდმარტი“ ფლობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს საკუთარი წარმოების მზა საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით. ჯგუფში 1400-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მუდმივად იზრდება.

 

სქილვილი

https://www.skillwill.ge/ge

„სქილვილი“  საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, დაინტერესებულს ისეთი პროფესიებით, როგორიცაა პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი.

ონლაინ აკადემიაში ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„სქილვილის“ საქმიანობა მოიცავს სამ კომპონენტიანი სწავლების უნიკალურ მოდელს. კერძოდ, ტექნიკური ცოდნა, კარიერული ზრუნვა, ნეთვორქინგი - პროფესიული კავშირები.

აკადემიას, 2022 წლიდან, 1500-ზე მეტი სტუდენტი და 30-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. „სქილვილი“ თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„სქილვილის“ აკადემიას აქვს რეგიონული პროექტები და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი მხრივ ტექ და ციფრული განათლების პოპულარიზაციაში და მეორე მხრივ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაში. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში სწავლება ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი და ნებისმიერი წერტილიდან გაიღრმაოს ცოდნა ან თუნდაც შეიცვალოს პროფესია.

 

ტავ ჯორჯია

https://www.tbilisiairport.com/

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

 

ტერაბანკი

http://terabank.ge/

ტერაბანკი უკვე 18 წელია, რაც ქართულ საბანკო სივრცეში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ბანკი ორიენტირებულია იყოს მეწარმეების, მათთან დასაქმებული ადამიანებისა და მათი მომხმარებლების რჩეული და სანდო პარტნიორი;  ხელი შეუწყოს მათ ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

ტერაბანკი სთავაზობს მომხმარებლებს მათზე სრულად მორგებულ მომსახურებას “ფინანსურ სახლში” - გამორჩეულად უშუალო და მყუდრო გარემოში, სადაც მომხმარებლები ისევე თავისუფლად იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

ტერაბანკი საქართველოს მასშტაბით 30-მდე ფილიალითა და სერვისცენტრით ოპერირებს და ბიზნეს და საცალო მომხმარებლებს საბანკო მომსახურებებისა და პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.

ტოიოტა კავკასია

https://www.toyota.ge/

„ტოიოტა კავკასია“ არის ტოიოტას და ლექსუსის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში, რომელიც ახორციელებს ავტომობილებისა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების იმპორტს საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

კომპანია დაარსდა 2006 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოიმპორტიორს რეგიონში.

საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს ტოიოტას  3 ოფიციალური დილერი: ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ტოიოტა ცენტრი ბათუმი და ლექსუსის ერთი ოფიციალური დილერი: ლექსუს თბილისი.

ტრანსმშენი

http://transmsheni.ge/

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’’ ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც დაფუძნებულია 1929 წელს ამიერკავკასიის რეგიონში სატრანსპორტო და მათ შორის სარკინიგზო მაგისტრალების, განშტოებების და მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით. საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.

,,ტრანსმშენმა’’ არსებობის პერიოდში მრავალი უნიკალური პროექტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განახორციელა, მონაწილებას იღებდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამაში, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროექტებში.

ლიცენზირებულ სამუშაოთა ძირითადი სახეებია: სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა, სპეციალური ნაგებობების მშენებლობა, სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა. 

ტრანსპორტერი

https://transporter.com.ge/

კომპანია "ტრანსპორტერი" 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში.

ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა: BRP (BOMBARDIER RECREATIONAL PRODUCTS), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, QUICKSILVER, PILOTCAR, JOBE, TUCANO URBANO, AGV, TEXTRON, ARGO, LVTONG, KARSAN, GOVECS, PISTENBULLY, MND,IDM FRANCE, FLAGMORE, BOSCHUNG,GBH-DESIGN, VOLVO PENTA, GARDENA, HUSQVARNA და სხვა. კომპანია ზემოხსენებული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, ზოგიერთი მათგანის კი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

"ტრანსპორტერის" ჰოლდინგი სამ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, კერძოდ: Mountain Resorts Solutions, Gardena Service და Transporter Agro.

 

ტურინვესტ ჯგუფი

https://tourinvest.ge/ge/

მასშტაბური პროექტები და იდეები, ინოვაციები და მაღალი კლასი, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო ავტორიტეტი - ეს ტურინვესტ ჯგუფის ბიზნეს სტანდარტია!

ტურინვესტ ჯგუფი, რომლის ინვესტიციების საერთო რაოდენობა 200 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია, 2008 წლიდან მუშაობს საქართველოში. 

2008 წლიდან კომპანიამ განახორციელა რეგიონისთვის და ქვეყნისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ტურინვესტ ჯგუფმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. კომპანიის დასრულებული პროექტები დღეს ბათუმის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული და ბიზნესგარემოს აღიარებული, საიმიჯო ნაწილია.

მშენებლობა; უძრავი ქონების მართვა და გაყიდვა; სასტუმროს მომსახურების მენეჯმენტი; რესტორნების, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვა; საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები - ეს ტურინვესტ ჯგუფის საქმიანობის სფეროებია.

მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე კომპანია აგრძელებს მასშტაბურ, ახალ პროექტებზე მუშაობას.

ტურინვესტ ჯგუფის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები:

 

ფერი

https://www.peri.ge/ka

კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა და დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. ამ წლების განმავლობაში კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

„ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია წარმატებით ახორციელებს - საპროექტო სამუშაოებიდან დაწყებული ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული - მშენებლობის ყველა ეტაპს.

2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რაც კომპანიამ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. კომპანიაში ასევე წარმატებულად ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. სერტიფიკატის ნომერი: HSM40793 კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემაც, რომელიც ISO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს. სერტიფიკატის ნომერი: EMS40835 „ფერი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვალიფიციურ კადრებს და კომპანიის გუნდის დიდი ნაწილი 27 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა.

ფილიპ მორის საქართველო

https://www.pmi.com/

შპს „ფილიპ მორის საქართველო“ მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანია Philip Morris International”-ის (PMI)  შვილობილი კომპანიაა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიაში 15 ბრენდის სახეობა  აქვს, მსოფლიოს ნომერი პირველი საერთაშორისო ბრენდის ლიდერობით.

PMI - ის პროდუქტები მსოფლიოს 180- ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

2014 წელს, სიგარეტის საერთაშორისო ბაზარზე, აშშ-ს გარეთ, კომპანიის წილი  დაახლოებით 15.6%  შეადგენდა,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  და აშშ - ს გამოკლებით კი - 28.6%.

ფინბიურო

http://www.finbureau.ge

ფინბიურო, საქართველოში, სუბიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღებას 2015 წლიდან ემსახურება. კომპანიის მთავარი საქმიანობა - სასესხო ვალდებულებების მართვაა.

კომპანია საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება, რაც გულისხმობს მათთვის ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზებას, მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას და მენეჯმენტს.

ფინბიურო ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. 

ფინბიურო 17 ფილიალით წარმოდგენილია საქართველოს 8 რეგიონში. დასაქმებულთა რაოდენობა 800 თანამშრომელზე მეტია, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. 

არსებობის მანძილზე, კომპანია მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა წარსულში დაგროვილი ვალდებულებების დაძლევაში.

 

ფორსაით ინვესტმენტ გრუპი

https://www.foresight.ge/

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი  აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი პროფილი საინვესტიციო ფონდების მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს სექტორის დაფინანსება. კომპანიის საქმიანობა პასუხობს იმ მნიშვნელოვან გამოწვევას ქართულ ეკონომიკაში, რაც კაპიტალისა და ბიზნესის სათანადო დაფინანსების ნაკლებობას ეხება.

ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირების პროცესის წარმატებით გავლა ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლება დააფუძნოს საინვესტიციო ფონდები, მოიზიდოს კაპიტალი ადგილობრივი დამზოგველებისგან, განახორციელოს ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში და მართოს აქტივები.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ მიზანია საქართველოში აღორძინდეს საინვესტიციო კულტურა, სადაც მოქალაქეებს აქვთ მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და საშუალება თავიანთი დანაზოგი მოახმარონ მცირე და საშუალო, ასევე დიდი ბიზნესებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

„ფორსაითის“ პირველი ფონდი ცნობილია „ფორსაით კაპიტალის“ სახელწოდებით; მისი ჯამური დაგეგმილი მოცულობა 30 მლნ დოლარია. „ფორსაით კაპიტალში” ინვესტირებით ფიზიკურ ან/და იურდიულს აქვს საშუალება გახდეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, სტაბილური უკუგებისა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის თანამფლობელი და მიიღოს ყოველთვიური შემოსავალი დივიდენდის სახით.

 

ქართველი

https://www.kartveli.ge/

„ქართველი“ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა და  უახლესი და ულტრათანამედროვე გერმანული და იტალიური ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის სახდელი ქარხანა გააჩნია.

„ქართველი“ პირველი და ერთადერთი ქართული ვისკის Jimsher-ის მწარმოებელია.

კომპანიას გაშენებული აქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონის ვენახები და ასევე 500-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშის საცავი ქარხნის ტერიტორიაზე. დღეს „ქართველი“ცოლიკოურის, ჩხავერის, ქინძმარაულისა და ახაშენის იშვიათ და უნიკალურ ვენახებს საქართველოს მიკროზონებში ამუშავებს.

„ქართველ“-ს დანერგილი აქვს ISO 22000:2018 ხარისხის მართვის სისტემა, მისი პერსონალი პერიოდულად გადის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფლობს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას.

 

 

ქართული რძის პროდუქტები

http://www.rdzisame.ge/ka

„ქართული რძის პროდუქტები“ 2004 წელს დაარსდა და წარმატების 20 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქციას აწარმოებს ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით, ხოლო ნედლი რძით, ძირითადად, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება.

კომპანიის მიერ წარმოებული რძის ნატურალური  პროდუქტები აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

კომპანია თავად უზრუნველყოფს პერსონალის გადამზადებას, როგორც შიდა და გარე სწავლებით და შესაბამისი ინსტრუქციებით, ასევე მიზნობრივი ტრენინგებით.

კომპანიაში მუდმივად ხდება დანადგარების განახლება, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით.

მომხმარებლებს მაწვნის, რძის, ხაჭოს, არაჟნისა და სვანურის შეძენა შეუძლიათ ქსელურ მარკეტებში: Carrefour, Fresco, Spar, 2 ნაბიჯი, ნიკორა, უნივერსამი, ზღაპარი, მაგნიტი, დეილი, გვირილა და სხვა.

„ქართული რძის პროდუქტები" ეტაპობრივად გეგმავს ახალი სახის პროდუქტების დამატებას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას.

 

ქისთოუნ ინვესთმენთსი

https://keystone.ge/

ქისთოუნ ინვესთმენთსი ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც  საინტერესო  ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.

ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში მოიცავს, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და წარმოება.

ამჟამად ჰოლდინგში შემავალი ძირითადი კომპანიებია ქისთოუნ დეველოპმენტი, ქისთოუნ აგრო, მაგნიტი, Construction Service-ი და Keystone Power -ი.

ქისთოუნ დეველოპმენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ კრწანისში, მრავალფუნქციურ პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარია.

ასევე, ჰოლდინგი აქტიურადაა ჩართული ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროცესში, კერძოდ, ქისთოუნ აგრო დასავლეთ საქართველოში 200 ჰექტარზე გაშენებულ თანამედროვე სტანდარტების ლურჯი მოცვის ბაღებს ფლობს და ავითარებს.

ჰოლდინგის ნაწილია სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ყველაზე დიდი კომპანიაა ბაზრის წილით.

Construction Service-ი, წამყვანი სამშენებლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ლითონის კონსტრუქციების წარმოებასა და მონტაჟზე, ასევე, ხიდების მშენებლობაზე.

მნიშვნელოვანია ჰოლდინგის წარმატება 50+ მეგავატიან ქარის ელექტროსადგურის განვითარების კუთხითაც, რომელსაც წარმოადგენს Keystone Power-ი.

 

შარმ ტრეიდინგი

http://www.sharm.ge

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, „შარმ ტრეიდინგი“ გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo და სხვა. ამიერკავკასიის ბაზარზე კომპანიამ თავის მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა პროფესიონალურად მუშაობის უნარი და სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა, რამაც უზრუნველყო პარტნიორებთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა. „შარმ ტრეიდინგ“-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით _ 1000; კომპანიის მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუცია, როგორც სავაჭრო ისე არა სავაჭრო ობიექტებთან და სალონებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Wondernet Express Investment Group

Wondernet Express Investment Group დაარსდა ADIA-ს, Covalent-ისა და აშშ-ში ცნობილი გადამზიდავი კომპანია - Trammo, inc-ს მიერ, სადაც დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. აღნიშნული ტერმინალის ასაშენებლად მოხდა 25 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. ტერმინალმა 2021 წლის აპრილში დაიწყო ოპერირება.

Wondernet Express Investment Group ახორციელებს მინერალური სასუქების, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ბათუმის პორტში არსებულ ტერმინალში დასაწყობებას და შემდეგ გემით გატანას.

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალი გაშენებულია 1.5 ჰექტარ ტერიტორიაზე, აქვს სამი დახურული საწყობი, რომელიც საერთო ჯამში იტევს 80,000 ტონამდე ტვირთს და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის ლენტურ-კონვეიერული სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, ვიდეოკამერებითა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო  სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას.

 

ხალიკ ბანკი საქართველო

http://www.halykbank.ge

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს  და 100% - იანი წილით ყაზახეთის „ხალიკ-ბანკის“ (www.halykbank.kz) შვილობილი ბანკია. ყაზახეთში „ხალიკ ბანკი“ საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. 2016 წლიდან, ყაზახეთის „ხალიკ ბანკი“-ს აქციები წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“- ს ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი Halyk - ის ძლიერ და სტაბილურად განვითარებად ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საქმიანობს ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთსა და საქართველოში. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს აქტივების წილი, საქართველოს საბანკო ბაზრის მე-10 ადგილს შეესაბამება.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო/ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო საგადახდო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური მომსახურება და ა.შ.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ბანკომატებისა და POS-ტერმინალების საკუთარ ქსელს ფლობს და UFC საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ. ეს კი, საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი ტარიფები 700-მდე ბანკომატსა და 5000- მდე სწრაფი გადახდის აპარატში.

 

ჯეი თი აი კავკასუს

https://www.jti.com/

Japan Tobacco International თამბაქოს და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი თავისი პროდუქციით და წარმოადგენს JT კომპანიების ჯგუფის წევრს.

Japan Tobacco International-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Winston, Camel, Sobranie, Mevius და LD. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში.

კომპანია საქართველოში 2000 წლიდან ოპერირებს, 2020 წლიდან კი საქართველოს ოფისი ბელარუსის და კავკასიის ქვეყნების კლასტერის სათავო ოფისს წარმოადგენს და ახორციელებს ოთხი ბაზარის ოპერაციულ მართვას: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი. საქართველოს ოფისში დასაქმებულია 87 თანამშრომელი.

JTI-ს საქართველოში, 2021 წელს ზედიზედ მერვედ, გადაეცა საუკეთესო დამსაქმებლის (Top Employer) ჯილდო.

ჯეოსთილი

http://www.geosteel.com.ge/

„ჯეოსთილი“ ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში. იგი JSW Steel Netherlants BV და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. “ჯეოსთილი” ISO 9001:2008 სერტიფიცირებული კომპანიაა, იგი მიმართულია მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფაზე და მიისწრაფვის ხარისხის მაღალი სტანდარტების მიღწევისკენ. საწარმოს ტერიტორია მოიცავს 13 ჰა-ზე მეტ ფართობს. იგი ქალაქ რუსთავის ცენტრში მდებარეობს.

კომპანია თავის მომხმარებელს ემსახურება სამუშაო ძალით, რომლის შემადგენლობაში 110 პროფესიონალი და 375 დამხმარე თანამშრომლი შედის. შპს „ჯეოსთილი“-ს წარმადობა წელიწადში 200,000 ტონა თხევად ფოლადს შეადგენს.

ჯეოსტარი

http://geostargeorgia.com/

„ჯეოსტარი“ დაფუძნდა 2004 წელს ქართული კაპიტალით. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა სამომხმარებლო პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, სადაც კომპანიას გააჩნია საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კომპანია ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. „ჯეოსტარი“ ისეთი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, როგორებიცაა: Nivea, Aquafresh, BIC, Papia, Molped, Molfix, Bingo, Bonduelle, PastaZara, Avedov, Pompea, Sisi, Glamour და სხვა.

 

ჯეოსქაი

https://airgeosky.ge/ge/

ავიაკომპანია ,ჯეოსქაი” 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ოპერირებს დღემდე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. ,,ჯეოსქაი” წარმატებით ოპერირებს შემდეგი საჰაერო ხომალდებით: სატვირთო ტიპის საჰაერო ხომალდი B747-200; B757-200; ბიზნეს ჯეტი BEECHCRAFT HAWKER 800 XP; სამგზავრო საჰაერო ხომალდი B737-800; შვეულმფრენი - AGUSTA A-109K2; AIRBUS H125.

„ჯეოსქაი“ მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მგზავრების გადაყვანას შვეულმფრენებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და მომსახურებას. ექსტრემალური ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის მომსახურება, არაგაბარიტული/მოცულობითი ტვირთის გადაზიდვა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, სამედიცინო/საევაკუაციო სერვისები და მგზავრების გადაყვანა ბიზნეს ჯეტით მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მაღალი ხარისხის სერვისით და სტანდარტებით.

 

ჯეოტეკ დისტრიბუცია

https://geoteckltd.com/

"ჯეოტეკ დისტრიბუცია“ არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე აუდიო მოწყობილობების ბრენდების, მათ შორისაა: Dyson, Ninja, Cuisinart, Shark, Corelle, Corningware, BaByliss, JBL, HarmanKardon, Sandisk,Audio-Technica და სხვა.

კომპანია აქტიურად ავითარებს ახალ ბიზნეს სტრატეგიას, რომელიც მოიცავს პოტენციური პარტნიორების მოზიდვასა და წარმატებული ბრენდების იმპორტს ადგილობრივ ბაზარზე, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებში. დაგროვილი გამოცდილების შედეგად, კომპანია  საქართველოს გარდა, დღესდღეობით ოპერირებს სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორისაა აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი.

Dyson-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსის მიღების შემდეგ, ბრენდის მოთხოვნით „ჯეოტეკ დისტრიბუციამ“  ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ლოკაციებზე Dyson-ის ბრენდ ზონის გახნას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში. უკვე განხორციელებულია ორი პროექტი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი“-ს საბურთალოს ფილიალში და „თბილისი მოლში“, ხოლო წლის ბოლოს იგეგმება ბათუმის ფილიალის გახსნა „გრანდ მოლში“. ხოლო 2025 წელს, ამიერკავკასიაში ერთადერთი Dyson-ის მაღაზიის გახსნა ბაქოში იგეგმება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზე გატესტონ პროდუქცია და ექსპერტების დახმარებით განსხვავებული გამოცდილება მიიღონ.

კომპანია მუდმივად მუშაობს ინოვაციური და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის მიწოდებაზე. მათ შორის, უნდა აღინიშნოს ამერიკული ბრენდი Ninja, რომლის 2021 წლიდან, ამიერკავკასიაში ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორებია. Ninja-ს პროდუქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად მოამზადოს ჯანსაღი საკვები. აღსანიშნავია, რომ ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ბაზარზე თითქმის უცნობი იყო, დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ამჟამად, კომპანიის გუნდი ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანია მომხმარებელს მისცეს საშუალება ადგილზე გატესტოს Ninja-ს პროდუქცია, რაც უფრო მეტად გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას.

 

ჯი პი აი ჰოლდინგი

http://www.mygpi.ge

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში.

კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. ამ მიმართულებას „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დღესაც აქტიურად ავითარებს. 2006 წლიდან „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა. საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჯეოჰოსპიტალსი“ ფლობს და მართავს 17 საავადმყოფოს საქართველოს 16 რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით „ჯი პი აი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 20.26%-ს ფლობს. კომპანიას 120 000-მდე დაზღვეული ჰყავს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. 2016 წელს საქართველოში პირველად „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ საკუთარ მომხარებელს დაზღვევის ონლაინ სერვისები შესთავაზა, რომლის მიღება შესაძლებელია ონლაინ პორტალით www.mygpi.ge

2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, ჯიპიაი ჰილდინგი მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 24%-ს იკავებს. აღნიშნულ პერიოდში მის მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 83,28 მლ.ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,88 მლ. ლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში, როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია. 

ჯიაიჯი

http://www.gig.ge

ჯიაიჯი არის ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი, ფართოდ დივერსიფიცირებული, საერთაშორისო საინვესტიციო პორტფელით.

ჯიაიჯი მისი გუნდით, რომელშიც 10 000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელია წარმოდგენილი, არის რეგიონის 7 ქვეყანაში და 12 ინდუსტრიაში.

ჯორჯიან ეარვეისი

http://www.georgian-airways.com/

ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).  იმ პერიოდში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი სტრატეგიის შედეგად, კომპანიამ წარმატებით მოიპოვა აღიარება და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.  

1999 წელს "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება "ჯორჯიან ეარვეის" -ით შეცვალა.  

2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ "აირზენა" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.

ჯორჯიან მანგანეზი

https://gm.ge/ge/about-us

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში მანგანუმის მოპოვებისა და ფეროშენადნობების წარმოების 140 წლოვან ტრადიციას 2006 წლიდან აგრძელებს. ქვეყნის მთლიან ექსპორტში მას მე-4 ადგილი უკავია და 13 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, 7 ათასი სამუშაო ადგილი უშუალოდ კომპანიის სტრუქტურაშია, დანარჩენი კი ქვე-კონტრაქტორების წილად მოდის.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ NATIONAL BUSINESS AWARD-მა 2018-2019 წლების ბიზნეს რეიტინგების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის დაასახელა. კომპანია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად და ექსპორტიორად შეფასდა, ასევე ხაზი გაესვა მის აქტივობას რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ლარის სოციალურ პროგრამას ახორციელებს რეგიონში, სპონსორობას უწევს საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სოციალური დახმარების პროექტებს. 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ არაერთ საწარმოს აერთიანებს, მათ შორის უმსხვილესია: ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ვარციხის ჰიდრო-ელექტრო სადგური, კლინიკა ფერო-მედი. 

უმაღლესი ხარისხის მანგანუმ-შენადნობები კომპანიას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში გააქვს.

2018-ში კომპანიამ ჭიათურაში უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი გამამდიდრებელი ქარხანა აამოქმედა წარმოების შეკრული ციკლით, რის შედეგადაც აღიკვეთა მდინარეში შლამის ჩაშვება, ასევე 2019 წლის სექტემბრიდან აღიკვეთა ჭათურის ცენტრში მადნით დატვირთული ტრანსპორტის მოძრაობა, რითაც ქალაქში ყოველთვიურად 1500 მძიმე წონიანი სატვირთო ავტომობილის ტრაფიკი გაუქმდა. მადნის ალტერნატიული ტრანსპორტირებისთვის კომპანიამ ორი სარკინიგზო ხაზი და მადნის სასაწყობე მეურნეობა ააშენა, საიდანაც სატვირთო მანქანები იქვე მოწყობილი 8 სამრეცხაოს გავლით მიემართებიან მაღაროებისკენ, ხოლო მადნით დატვირთული ვაგონები ზესტაფონის ფეროსკენ გზას ახალი ეკო-მეგობრული თბომავლების საშუალებით აგრძელებენ, რომლებიც კომპანიამ 2019 წელს შეიძინა.

ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარლგებში „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაშიც და ზესტაფონშიც უახლესი ევროპული ასფალტის სარეცხი და დამგველი ტექნიკა შეიძინა და მუნიციპალიტეტს მათ ყოველდღიურ ოპერირებას უფინანსებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ათწლეულების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული ღია კარიერული წესით მადანგამოცლილი უბნების რეკულტივაციას ინტენსიურად ეწევა. 2018-2019 წლებში კომპანიამ 70 ჰექტარზე მეტი ფართობის ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია განახორციელა და ამ პროექტის ფარგლებში, მცირე-მიწიან ჭიათურის რაიონს ყოველწლიურად 50 ჰექტარ ახალ სავარგულებს შემატებს.

 

ჰიუნდაი ავტო საქართველო

https://hyundai.ge/public/ge

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“  2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს  უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სერვის ცენტრით, სადაც ავტომობილისთვის სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეგიძლიათ.

კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმი და სერვის ცენტრი  თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.