(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „ჰილტონ ბათუმს“ „დასაქმების საუკეთესო ადგილად“ დასახელებას

25 აგვ '21

„ის, რომ „ჰილტონ ბათუმი“ დასაქმებისთვის საუკეთესო ადგილად დასახელდა, მიუთითებს იმ მაღალ სტანდარტზე, რომელსაც კომპანია პანდემიის მიუხედავად საკუთარი თანამშრომლებისთვის ინარჩუნებს“ - ასე ეხმიანებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მისი წევრი კომპანიის ამ დიდებულ აღიარებას.

როგორც ცნობილია, სასტუმროების მულტინაციონალურმა ქსელმა „ჰილტონმა“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანასა და 3 რეგიონში,  ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც ნომინაციაში „დასაქმების საუკეთესო ადგილი“ საქართველოში გამარჯვებულად „ჰილტონ ბათუმი“ დაასახელა.

როგორც კვლევამ აჩვენა, „ჰილტონ ბათუმის“ თანამშრომლების აზრით, „ჰილტონი“ ქმნის მრავალფეროვან და ჯანსაღ გარემოს, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, სიამაყესა და მეგობრობაზე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, „დასაქმებულთა პერსპექტივის დანახვა და გაანალიზება არის საკვანძო საკითხი წარმატებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. საუკეთესო დასაქმების ადგილად დასახელება არის „ჰილტონ ბათუმის“ გუნდის წევრებისთვის უდიდესი პატივი და სიამაყის საფუძველი. „დარწმუნებულები ვართ, რომ ნდობის ინდექსის კვლევის მონაცემები ქმნის დამატებით მოტივაციას გუნდის წევრებისთვის“.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გულითადად მოხარულია და ულოცავს წევრ კომპანია „ჰილტონ ბათუმს“ ამ დიდ წარმატებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც არის „ჰილტონი“ მმართველობისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო  მაგალითია, რასაც ცხადჰყოფს და ადასტურებს მსგავსი მსოფლიო ჯილდოები. კიდევ ერთხელ ვულოცავთ, როგორც „ჰილტონი ბათუმის“ მენეჯმენტს, ასევე თოთოეულ თანამშრომელს და დარწმუნებულები ვართ, რომ მაღალი მოტივაციის და გუნდურობის შეგრძნების მქონე ადამიანები, ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.“