(+995 32) 2 202-215

სიახლეები

აქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს

11 ნოემ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს.

მისი თქმით, „ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის, პირველი, მსოფლიო ბაზარი, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, ხოლო მეორე არის აქციზის გადასახადი.  უნდა იყოს თუ არა აქციზი მცურავი, უნდა განახევრდეს თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს არის პასუხისმგებლობა კონკრეტული უწყებების და მთავრობის, ამასთან ბიზნესი მზად არის ამ დისკუსიებში ჩაერთოს. ერთის მხრივ ძალიან მარტივი მათემატიკაა, რომ განახევრების შემთხვევაში რა ეფექტი მოყვება ამას ქსელში, დაახლოებით 15-20 თეთრიანი სხვაობას მივიღებთ, თუმცა მეორეს მხრივ დგას 300 მილიონი ლარი, რომელიც დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს“. შავლეგ მიშველაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პასუხისმგებლობის ტვირთი სწორედ მანდ არის, ეს 300 მილიონი ლარი განსაზღვრულია ისეთი  საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. და რითი მოხდება ამის კომპენსირება და რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი ქმედება, როდესაც ავტომფლობელი და ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა ინდუსტრიები მიიღებენ გარკვეულ შეღავათს, მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი ვინც არ სარგებლობს ავტომობილით და არც აინტერესებს რა ღირს საწვავი, მათთვის ეს არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს“.

„რეალურად ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან, ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გამოვიყენოთ ქვეყნის შიდა რესურსი, ანუ აქციზი და ამავდროულად  უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. დღეს, დარტყმა მოდის ნავთობკომპანიებზე, რომლებიც რეალურად არიან პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ გამტარები, ბიზნესზე ნებისმიერი სახის შეტევები, სამწუხაროდ, აზიანებს ბიზნეს გარემოს“ - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.