(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ფინბიურო“ შეუერთდა

15 სექ '22

კომპანია „ფინბიურო“ საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი  და მისი ძირითადი მისიაა სუბიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღება. კომპანიის მთავარი საქმიანობა ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებების მართვაა საფინანსო ორგანიზაციებისგან სესხების შესყიდვის გზით, შესაბამისად, მომხმარებლებს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება. „ფინბიუროს“ გუნდი აქტიურად მუშაობს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შედგენასა და შეთავაზებაზე, მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევასა და სამომავლო მართვაზე.

აღსანიშნავია, რომ „ფინბიურო“ ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 ფილიალითაა წარმოდგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა 800 თანამშრომელზე მეტია, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

როგორც „ფინბიუროში“ აღნიშნავენ, 2015 წლიდან დღემდე კომპანია წარსულში დაგროვილი ვალდებულებების დაძლევაში მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რაც ვადაგადაცილებული სესხების დაძლევასთან ერთად მოქალაქეებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უმარტივებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ფინბიუროს“ BAG-ის წევრთა რიგებში და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციაში წევრიანდებიან დარგის ლიდერი კომპანიები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ოჯახს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.