(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან რითეილ სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

23 სექ '22

სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო პროდუქციის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობა და ექსპერტის მოწვევის გარეშე, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის ლიმიტის ცვლილება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების რითეილ სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან წითელაშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორს ზემოხსენებული მიმართულებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს, არასასურსათო საქონლის გარკვეულ სახეობებზე, უშუალოდ კი ჰიგიენურ და ქიმიურ პროდუქციაზე, დანაკარგის ნორმის განსაზღვრას 0,5%-ით. ხოლო, რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერას, პროექტის მიხედვით, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ ჩამოწერას ექვემდებარება ადვილად მსხვრევადი ისეთი კატეგორიის საქონელი,  როგორიცაა მაგ: კაფელ-მეტლახი, კერამიკული მასალები, მინა და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადამხდელის შემთხვევაში კი არ აღემატება 3 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დანაკარგის დაბეგვრის თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ რითეილ ასოციაციასთან ერთად საკმაოდ აქტიური სამუშაო პროცესი გამართა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რამაც წევრი კომპანიებისა დაზოგადად ამ სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებისთვის კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ „მეტად სასიხარულოა, რომ აღნიშნული საკითხების გარშემო მოხდა შეთანხმება და გარკვეული პოზიტიური შედეგები მივიღეთ, კერძოდ, გამოიცემა შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიცმორგებულია და ხელს შეუწყობს, როგორც ზოგადად ბიზნეს სექტორის განვითარებას, ასევე დაიცავს ჩვენი წევრი კომპანიებისა დაზოგადად ბიზნეს ოპერატორების ინტერესებს“.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ, რადგან ერთ ნაწილში გაფართოვდა ჩამოსაწერი პროდუქციის არეალი, მეორეში კი საგრძნობლად გაიზარდა ჩამოსაწერი პროდუქციის თანხობრივი ლიმიტი, რაც ვფიქრობთ, ბიზნესს უდავოდ გაუმარტივებს საოპერაციო საქმიანობას და მოუტანს მეტ კეთილდღეობას, სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ აღნიშნული მიმართულებების არეალის გაფართოებაზე გაგრძელდება ერთობლივი, აქტიური მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.