(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ბემონი“ გახდა

12 დეკ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, 2022 წელს ასოციაციას შემოუერთდა 20-მდე ახალი წევრი. ამჯერად წამყვანი ბიზნეს ასოციაციის წევრი შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ბემონი“ აერთიანებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ენერგო ინფრასტრუქტურის  - ჰიდროელექტროსადგურების, მზისა და ქარის ელექტროსადგურების, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების დაპროექტება და მშენებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩართულია გზების, გვირაბების განათების, ვენტილაციის და სრული ელექტროფიცირების პროექტირებასა და მშენებლობაში.

კომპანია „ბემონის“ მიზანია გამოცდილი გუნდის სამეცნიერო და პრაქტიკულ-ტექნიკური ცოდნის მეშვეობით, ქვეყანაში სამშენებლო და საინჟინრო დარგში ხარისხის ახალი, უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდროს.

„მივესალმებით საინჟინრო-სამშენებლო კომპანია „ბემონს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მიმართულება, რომელზეც კომპანია მუშაობს საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და ხარისხს, რასაც კომპანია „ბემონი“ და მისი პროფესიონალი გუნდის წევრები წლებია აქტიურად უზრუნველყოფენ საქართველოში და მის ფარგებს გარეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გაფართოებულ ფორმატში, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სთავაზობს წევრ კომპანიებს, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგის მომტანი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.