(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: დასაქმების მიმართულებით ბიზნესს პოზიტიური განწყობები აქვს

22 დეკ '22

BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 29.1 ქულა შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინდექსის გამოქვეყნების ისტორიაში.

 

კვლევის შედეგების მიხედვით,  მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში ვაჭრობის სექტორის გარდა, სადაც წინა კვარტლის მსგავსად მაჩვენებელი მცირედით გაუარესდა. აღნიშნულს შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში გამოხატული სამუშაო ძალის დეფიციტი, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 21 პროცენტული პუნქტით არის გამწვავებული.

გამოსაყოფია მშენებლობის სექტორი, რომელსაც ბოლო ორი კვარტალია ყველაზე პოზიტიური განწყობები აქვს დასაქმებასთან მიმართებაში, რაც ცხადია აისახა მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზეც, კერძოდ, წინა კვარტლის შეფასება 13.6 ქულით გაუმჯობესდა და 63.6 ქულას შეადგენს.

საგულისხმოა, ასევე, მომსახურების სექტორი, რომელიც დასაქმების მიმართულებით მზარდ დინამიკას 2021 წლის მეოთხე კვარტლიდან ინარჩუნებს. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15.1 ქულით არის გაუმჯობესებული დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი აღნიშნულ სექტორში.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.