(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„მერმისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

3 ნოემ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია „მერმისი“ შემოუერთდა, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს.

„მერმისს“ 2022 წლიდან მინიჭებული აქვს GDP სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს მოთხოვნებს, კომპანიამ 2022 წელს მთავრობის განკარგულების შემდგომ აქტიურად დაიწყო თურქეთის მედიკამენტების ბაზრის ათვისება რამაც თავისმხრივ იქონია გავლენა ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებაზე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ „მერმისი“ ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებელს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით.

კომპანიას მაღალი ხარისხის, ინოვაციური მედიკამენტები შემოაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ლიტვა, ინდოეთი, თურქეთი და არგენტინა.

„მერმისი“ ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ხარისხიან მომსახურებას აწვდის.

„მივესალმებით ფარმაცევტულ კომპანია „მერმისს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია უახლესი სტანდარტების დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკვე ათწლეულებია. მოხარულნი ვართ, „მერმისის“ წევრობით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.