საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ
4 მაის '11
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ჯგუფის მიზანი შესყიდვების ახალი, ერთიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედების შემდგომ შესყიდვების პროცესში წარმოშობილი სირთულეების და პრობლემების იდენტიფიცირება, განხილვა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტაა. სამუშაო ჯგუფის ფორმატი საშუალებას მისცემს ერთის მხრივ სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს, რომ გააუმჯობესოს კომუნიკაციის ხარისხი ბიზნესთან (მიმწოდებლებთან) და უშუალოდ მიიღოს ინფორმაცია შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების შესახებ, მეორეს მხრივ კი ბიზნესს ექნება საშუალება შესყიდვების პროცესში წარმოშობილი პრობლემების მოსაგვარებლად მუდმივი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს შესყიდვების სააგენტოსთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უკვე კარგად აპრობირებულია და ის მაქსიმალურად ორიენტირებულია პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოგვარებაზე.
სამუშაო ჯგუფი სათანამშრომლოდ ღიაა საქართველოში მოქმედი ყველა დაინტერესებული კომპანიისა და დარგობრივი ბიზნეს ასოციაციისათვის.