(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ IPO–ს (Initial public offering) საკითხებზე სემინარს

30 ივნ '11

30 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა სემინარი, რომელსაც JP Morgan-დან, Deloitte-დან და Freshfield-დან მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ.
სემინარის თემას კომპანიათა აქციების ბაზარზე პირველადი საჯარო შეთავაზება წარმოადგენდა (Initial public offering).
დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შესაბამის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტებისაგან მიეღოთ ინფორმაცია და გაეზიარებინათ მათი გამოცდილება.
განსახილველ საკითხებს შორის იყო პრივატიზების შესაძლებლობა IPO-ს მეშვეობით; კომპანიის სტრატეგია აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისათვის მზადების პროცესში; ლონდონის საფონდო ბირჟის ზოგადი მიმოხილვა, მოთამაშეები და მათი როლი; IPO-ს რეგულირება, საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხები საერთაშორისო ბირჟებზე აქციების შეთავაზების დროს; კორპორატიული მართვის, რისკის მენეჯმენტის მნიშვნელობა; IPO-მეშვეობით განხორციელებული პრივატიზაციის თავისებურებები; დსთ-ს, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული, ლონდონის ბირჟაზე დარეგისტრირებული პრივატიზაციების სასწავლო ნიმუშები; ფუნქციონირება საჯარო კომპანიად გადაქცევის შემდეგ.
სემინარმა ქართულ ბიზნეს წრეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას თავისი წევრებისათვის.