(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდნენ

24 ივნ '11

24 ივნისს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს - გიგა ბოკერიას და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს - ვახტანგ ლეჟავას მასპინძლობდა. შეხვედრის მიზანს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა და ქვეყნის ეკონომიკური კურსის შესახებ საუბარი წარმოადგენდა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და საგარეო რისკების შესახებ, რომლებიც საქართველოს აქვს ან უახლოეს მომავალში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ ეტაპზე რისკები მინიმიზებულია და რაიმე სერიოზული საფრთხე, მითუმეტეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა არ არსებობს, თუმცა გარკვეული საფრთხეები კვლავაც აქტუალურია.
შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა და ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე.