საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ასოციაციის წევრთათვის ერთდღიან სემინარს გაუკეთა ორგანიზება
28 ივნ '10
28 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) უშუალო მონაწილეობით ასოციაციის წევრთათვის გაიმართა სემინარი თემაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ცალკეული ასპექტები".
სემინარზე, რომელსაც იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური"-ს პარტნიორი, არჩილ კბილაშვილი უძღვებოდა, განხილულ იქნა საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" და მისი ცალკეული ნორმების მოქმედება კონკრეტულ შემთხვევებში.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოვალის ფინანსური სიძნელეების შეფასება და კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების გზები; ფინანსური პრობლემების მქონე პარტნიორთან ურთიერთობის წარმართვა, გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა და წარმოება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავისი წევრებისათვის მომავალშიც გეგმავს მსგავსი პრაქტიკული ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას.