(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან ფასებისა და კურსის სტაბილურობაზე

25 ივნ '10

შეხვედრას, რომელიც 25 ივნისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სამმხრივი დიალოგი ბიზნესს, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის ისეთ  საკითხებზე, როგორიცაა კურსის სტაბილურობა და სავალუტო რისკების დაზღვევა, თითოეული მხარისათვის მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე შეკრებილი საზოგადოების წიანშე პრეზენტაციით წარსდგა, რომლის ძირითადი თემა  მონეტარული პოლიტიკა, კურსის სტაბილურობა, კურსის მერყეობისაგან დაცვის სშუალებები და ფასების სტაბილურობა,  იყო.

არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე, ქადაგიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდა 4,5% შეადგენს , ცალკეული დარგების მიხედვით, ზრდის პოტენციალი  სოფლის მეურნეობის , მომსახურების და საბანკო სექტორშია.

ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე.წ. „მცოცავი" კურსის პოლიტიკის გატარებას, რაც თავისთავად გულისხმობს კურსის მერყეობას ორივე მიმართულებით, „ჩვენ გავკვირვებს საქართველოში კურსის მერყეობა, მაგრამ თუ ავიღებთ სხვა ქვეყნების სიტუაციას, კურსის მერყეობა აბსოლუტურად ნორმალურია. იშვიათია ვალუტა, რომელიც ერთ ადგილზეა გაჩერებული. განსხვავება ჩვენსა და ამ ქვეყნებს შორის ის არის, რომ იქ არის ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი, მაგალითად ჰეჯირების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, წინასაწარ თავი დაიზღვიონ" - აღნიშნა მან.

ასოციაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართელოში ამ მხრივ მთავარი პრობლემა სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარების დაბალი დონეა. როგორც კი ფინსნაური ინსტრუმენტები განვითარდება, კომპანიებისთვის გაცილებით მარტივი იქნება, თავი დაიზღვიონ.

ქადაგიძის განცხადებით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა გარანტირებულია.  თუმცა, ლარის კურსის რყევაში ბაზრის მოთამაშეების აჟიოტაჟურ ქცევასაც მიუძღვის წვლილი. ამის თავიდან ასაცილებლად კი ერთ-ერთ ეფეტური საშუალება ისაა, რომ ბიზნესებს, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან გაცვლითი კურსის მიმართ, ყავდეთ კვალიფიციური თანამშრომელი რომელსაც ფუნდამენტურად ესმის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.