(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შ.პ.ს. „ადვესას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2 ივნ '10

7 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში შ.პ.ს. „ადვესას" აღმასრულებელი დირექტორმა, ალეხანდრო პასტრანამ  და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შ.პ.ს. „ადვესა" საქართველოში უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებაა.

მემორანდუმის შესაბამისად, „ადვესა" ბიზნეს ასოციაციის წევრებს გაუწევს ექსკლუზიურ მომსახურებას, რაც გულისხმობს ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის კვლევების მომზადებას დაინტერესებული კომპანიებისათვის.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს ასოცაიცია ინვესტორ კომპანიას ეხმარება ადგილობრივი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში და საჭირო საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში.