(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია “ტრანსმშენი“ შემოუერთდა

1 დეკ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია “ტრანსმშენი“ შემოუერთდა.

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’’ ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც დაფუძნებულია 1929 წელს ამიერკავკასიის რეგიონში სატრანსპორტო და მათ შორის სარკინიგზო მაგისტრალების, განშტოებების და მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით. საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.

,,ტრანსმშენმა’’ არსებობის პერიოდში მრავალი უნიკალური პროექტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განახორციელა, მონაწილებას იღებდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამაში, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროექტებში.

ლიცენზირებულ სამუშაოთა ძირითადი სახეებია: სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა, სპეციალური ნაგებობების მშენებლობა, სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა.