(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ენერგეტიკის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

15 ივნ '15

მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა ენერგეტიკის კომიტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე.
კომიტეტის პირველი სხდომა ატარებდა გაცნობით ხასიათს. სხდომა ფოკუსირებული იყო კომიტეტის ძირითადი მიზნების განსაზღვრაზე. ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების ცალკეული ინიციატივები. სხდომის შედეგად დაისახა ენერგეტიკის კომიტეტის შემდგომი მოქმედებები.
კომიტეტის წევრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული ენერგეტიკის კომიტეტის შექმნა და დაფიქსირდა ენერგეტიკის მიმართულების პრიორიტეტულობა ბიზნეს სექტორისათვის.