(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საქმიანი ვიზიტი პარიზში

28 სექ '15

მიმდინარე წლის 22-25 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის - ირაკლი ასლანიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით პარიზს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საფრანგეთის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება MEDEF International-ში საქართველოს შესახებ პრეზენტაციის გამართვა.
23 სექტემბერს პარიზში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს MEDEF International-თან. MEDEF International წარმოადგენს საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციას, რომელიც ფარავს 800 000 კომპანიას.
საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა "MEDEF International"-ის პრეზიდენტმა ჟან ბიურელემ გახსნა. "დღევანდელი შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთის. "MEDEF International"-ისთვის ეს შეხვედრა საქართველოზე დადებითი წარმოდგენით დასრულდა, ეს არის ეკონომიკა, რომელიც სწორ ლიბერალურ გზას ადგას, ქვეყანა სადაც ბიზნესის კეთებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფრანგი ბიზნესმენები კარგად არიან ინფორმირებულები და მზად არიან საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლბისთის", - აღნიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.