(+995 32) 2 202-215

სიახლეები

KPMG საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

12 თებ '16

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია "KPMG" შეემატა.

“KPMG” არის დიდი ოთხეულის წევრი კომპანია, იგი წარმოადგენს პროფესიული ფირმების საერთაშორისო ქსელს, რომლებიც ეწევიან აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას, წევრ ფირმებში დასაქმებულია 174,000 ადამიანზე მეტი მსოფლიოს 155 ქვეყანაში. “KPMG”-ის მიზანია თავისი კლიენტების, თანამშრომლებისა და მსოფლიოს ფინანსური ბაზრის საკეთილდღეოდ, პროფესიული ცოდნა აქციოს რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.