(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG: რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა

1 ივნ '21

„უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის“- ასე ეხმიანებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აპრილის თვეში ეკონომიკის 44,8%-იან ზრდას.

„რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი.“

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადების ბოლოს აღნიშნავს, გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნეს ოპერატორებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგანაც დაჩქარებული ვაქცინაცია და შესაბამისი ნორმების დაცვა  უნდა გახდეს ეკონომიკის შემობრუნების, ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.