(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

21 ოქტ '24

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა.

საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, ასევე ფიზიკურ პირებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს, რომელშიც ინტეგრირებულია აგრარული და ვეტერინარული მიმართულებები, ასევე წყლისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების 500-მდე კვლევა. ლაბორატორია ასევე ახორციელებს გარემოს მონიტორინგს საანალიზო ნიმუშების აღების გზით.

„საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო დონის აკრედიტაცია, რაც განსაზღვრავს ჩვენს სტანდარტებსა და ხარისხს. მომხმარებელს ვპირდებით სწრაფ და ზუსტ მომსახურებას და მაქსიმალურად მოქნილ სერვისს. ასეთი შეხვედრები გვეხმარება შესაბამისი კომპანიებისა და ადამიანების ინფორმირებაში ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის და ზოგადად გარემოსთვის“ განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.

„საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია, ლაბორატორიის როლი და ფუნქცია, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსი. დარწმუნებულები ვართ, მის წარმატებაში, ვინაიდან, სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ლაბორატორიებს მიენიჭებათ განმსაზღვრელი როლი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.