(+995 32) 2 202-215

სიახლეები

თბილისში 27 სექტემბერს  ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიხსნა

27 სექ '16

საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებითა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, დღეს, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას  დაესწრო  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინე კვახაძე. გამოფენაში 80-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი. 

ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან.


გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უანგ ჟინჩენი წარდგნენ.


გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.