(+995 32) 2 202-215

სიახლეები

30 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-შორაპანის მონაკვეთის გახსნას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქვს მკვეთრად გამოხატული ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია. წარმოუდგენელია ამ ფუნქციის სრულფასოვანი შესრულება და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, თუ ქვეყანას არ აქვს თანამედროვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ტვირთბრუნვის 60%-ზე მე... ვრცლად

26 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანია “Skillwill”-მა დასაქმების ფორუმი გამართა

“Skillwill”-მა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გამართა, რომელსაც პროგრამირების და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებების 100-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო, მათ შორის, მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, მიღებული სტუდენტებიც იყვნენ... ვრცლად

25 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პატივია, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მხარდაჭერა, რადგან მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაში, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობების წარმოჩენისთვის საჭიროა გლობალური სურათის დანახვა, რაც მხოლოდ მსგავსი მასშტაბის ფორუმებზ... ვრცლად

23 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს

2023 წლის ზაფხულში დაფუძნებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამჟამად მათი საქმიანობის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს,სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ იწვევს კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკ... ვრცლად

20 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ორგანიზაციების საქმიანობა, დარგში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი... ვრცლად

18 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: "ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფინანსური ინსტიტუტებისთვის"

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, "ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები, აქტივების გაუმჯობესებული ხარისხი და საკრედიტო აქტივობის მდგრადი დონე, რაც, თავის მხრივ, მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია, მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და შეუფერხებლად განაგრძობს ეკონომიკის დაკრედიტებას... ვრცლად