შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან
8 აპრ '16
8 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან. შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მარრი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია ტურიზმის დარგთან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შეხვედრაზე წარმოადგინა ტურიზმის ბოლო პერიოდის სტატისტიკა და დამსწრე საზოგადოებას "საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025" გააცნო.
შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა აქტუალური საკითხი და მიეღოთ მათზე პასუხი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან.