(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციაში იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა

19 აპრ '16

 

19 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იურიდიული კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, საადვოკატო კომპანიის „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, ლაშა ნოდია.

სხდომაზე განხილული იქნა ანგარიში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტზე გაწეული სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების პროექტების შესახებ, ინფორმაცია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების  შემოღების შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ.

სხდომაზე ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების აქტუალური და პრობლემური საკითხები. დღის წესრიგში არსებულ საკითხებსა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე მიზანშეწონილად მიიჩნა მუშაობის გაგრძელება და დაიგეგმა ასოციაციის სამოქმედო გეგმა.