ასოციაციაში ენერგეტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
24 მარ '16
მიმდინარე წლის 24 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა ენერგეტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე. სხდომას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში არის ენერგეტიკის მიმართულებასთან.
სხდომაზე განხილული იქნა ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, ახალი საინვესტიციო პროექტის შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების დარგთან დაკავშირებული და მათთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები.
წევრი კომპანიების საჭიროებებზე მიზანშეწონილად მიიჩნა მუშაობის გაგრძელება და დაიგეგმა ასოციაციის სამოქმედო გეგმა.