(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის განვითარების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

3 თებ '16

მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა ტურიზმის განვითარების კომიტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფი -  უძრავი ქონების“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარრი. სხდომას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში არის ტურისტულ საქმიანობასთან. კომიტეტის პირველი სხდომა ატარებდა გაცნობით ხასიათს. სხდომა ფოკუსირებული იყო კომიტეტის ძირითადი მიზნების განსაზღვრაზე. ასევე განხილული იქნა ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები. სხდომის შედეგად დაისახა ტურიზმის განვითარების კომიტეტის შემდგომი მოქმედებები.

კომიტეტის წევრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული ტურიზმის განვითარების კომიტეტის შექმნა და დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულების პრიორიტეტულობა როგორც ბიზნესსექტორისათვის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის.