საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა
10 ნოემ '13
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა, სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სხვა დაინტერესებული მხარეები.
ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავების მიზანი გახლდათ საზოგადოებისათვის იმ ხედვის თანმიმდევრულად და ნათლად გაზიარება, რაც ქართული მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნია საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებასთან მიმართებაში.
დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც ბიზნესის აზრით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღწევად და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.
