ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო კომიტეტი კანონქვემდებარე აქტებზე იწყებს მუშაობას
29 ნოემ '10
საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატთან და ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი მიმდინარე წლის დეკემბრიდან იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში ერთვება, რომლებიც ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებამდე უნდა იქნენ მიღებული.
ამ მიზნით, წევრი კომპანიების დაინტერესების შესაბამისად კომიტეტის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ აქტებზე მოამზადებენ შენიშვნებს და წინადადებებს.
მომზადებული მასალა განსახილველად წარედგინება ფინანსთა სამინისტროს, ისე, როგორც ეს ხდებოდა საგადასახადო კოდექსზე მუშაობის პროცესში.