(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის“

25 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს განცხადებით ეხმაურება:

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პატივია, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მხარდაჭერა, რადგან მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაში, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობების წარმოჩენისთვის საჭიროა გლობალური სურათის დანახვა, რაც მხოლოდ მსგავსი მასშტაბის ფორუმებზეა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში, განიხილება როგორც ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის განვითარების, ტურიზმისა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საკითხები, რაც მონაწილეებს აძლევს ერთობლივი საპარტნიორო პროექტების იდენტიფიცირების საშუალებას.

ამიტომაც არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აბრეშუმის გზის სპონსორი და პარტნიორი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებს, საქართველოში მოქმედ ბიზნესს, ექმნება ინვესტიციების მოზიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი  წინაპირობაა.

ვიმედოვნებთ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე“.