(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ჰოლდინგური კომპანია „საგა იმპექსი“ შემოუერთდა

4 მაის '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ჰოლდინგური კომპანია „საგა იმპექსი“ შემოუერთდა.

„საგა“ - ლათინური სიტყვაა და  ხანგრძლივ ისტორიას ნიშნავს. ამ სახელს  კომპანია  23 წლიანი წარმატებული მოღვაწეობით ამართლებს.

კომპანია დაარსდა 1994 წელს და მოღვაწეობა დაიწყო საქართველოში წყლის ელექტროგამაცხელებლების პირველი მასშტაბური იმპორტით.

კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 1995 წელი, ცნობილ იტალიურ მწარმოებელ  MTS GROUP -თან პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც ბაზარზე „არისტონის“ ბრენდითაა ცნობილი.

1998 წლიდან კომპანიამ „ვიქტორია სერვისის“ სახელით დაიწყო ბაზარზე ოპერირება. რეალიზატორებსა და პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა ბაზრის წილი, მრავალფეროვანი გახდა წარმოდგენილი ასორტიმენტი.

დღეისათვის კომპანია 60-მდე მომწოდებელსა და 576-მდე დილერთან თანამშრომლობს.  2003 წელს შეიქმნა მაღაზიათა ქსელი „თქვენი არჩევანი“. 2012 წელს მაღაზიათა ქსელმა - „თქვენი არჩევანი“ განიცადა რებრენდინგი და ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრენდი გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია-ცხელიწყალმომარაგების სფეროებში - „საგა“.

კომპანია HVAC სისტემების უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. 2017 წლისთვის მაღაზიათა ქსელი „საგა“ საქართველოში 12 სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.

2015 წლის ნოემბერში „საგა იმპექს“-მა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე დროითი, ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით შექმნა ვებ-პორტალიმარბი ლოჯიკი“. ლოგისტიკური ხარჯის 22%-ით შემცირება, დროითი და ადამიანური რესურსების ეკონომიის ხარჯზე და ტრანსპორტირების ხარისხის მკვეთრი  გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი შედეგია, რაც შვილობილმა კომპანიამ „საგა იმპექს“-ს 6 თვის განმავლობაში მოუტანა.

2016 წლის 10 ივნისს „მარბი ლოჯიკი“ ოფიციალურად წარსდგა ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე, როგორც ადგილობრივ მოთხოვნაზე მორგებული ინოვაციური პროდუქტი;

ლოგისტიკური პლატფორმა ტვირთმფლობელ და სატრანსპორტო კომპანიებს შორის სწორ, მარტივ, გამჭვირვალე და ოპტიმალურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, ახდენს პარტნიორი კომპანიების ინტერესების ინტეგრირებას და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ლოგისტიკურ სერვისს.

კომპანიის მისია საქართველოში არსებული სატრანსპორტო ბაზრის სტანდარტიზაცია და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული სექტორის სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაა;

მისი მიზანია მიაწოდოს პარტნიორ კომპანიებს ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილება მისაღებ ფასად;“