(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

27 თებ '18

მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ირაკლი ლექვინაძესთან.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ბიზნესთან დაკავშირებულ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

დისკუსიისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც, სამომავლოდ, ბიზნეს-ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრისას ხაზი გაესვა  ბიზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაში, მათ შორის აღინიშნა მისი როლი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, ბიზნესსექტორის წარმომდგენლებთან ერთად. ყურადღება გამახვილდა რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა მიმდინარეობს.

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან  ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო  პოზიტიურად შეფასდა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.