საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მეექვსე ყრილობა გაიმართა
26 ივნ '19
2019 წლის 25 ივნისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მეექვსე საერთო ყრილობა გაიმართა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები და სამეთვალყურეო საბჭო აირჩიეს.
არჩევნებამდე ასოციაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია განვლილი პერიოდის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, გაიმართა დისკუსია და გაკეთდა შეფასებები ბიზნეს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ასოციაციის წევრთა ყრილობის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები, რომელთა შედეგად ასოციაციის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით დამსწრეთა ხმების უმრავლესობით აირჩიეს სოსო ფხაკაძე. ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი, ხოლო ვიცე პრეზიდენტი არჩილ კონცელიძე იქნებიან.
ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ცალ-ცალკე ორგანოები იყო, ერთმანეთს შეერწყა და 25 წევრით დაკომპლექტდა (ანბანური თანმიმდევრობით):
- ბაღდავაძე ლევან (IDS ბორჯომი საქართველო)
- ბეჟუაშვილი დავით (ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი)
- გაიაშვილი თამაზ (ჯორჯიან ეარვეის)
- გაჩეჩილაძე არჩილ (საქართველოს ბანკი)
- გეგენავა არჩილ (ფუდმარტი)
- დარჩიაშვილი გოჩა (გ.დ. ჯგუფი)
- დევაძე გიორგი (ტრანსმშენი)
- თავაძე გიორგი (სანტე ჯი ემ თი პროდუქტები)
- კვარაცხელია გიორგი (ლილო მოლი)
- კონცელიძე არჩილ (ვი თი ბი ბანკი)
- კოხოძე თემურ (თეგეტა მოტორსი)
- კურტანიძე პაატა (ავერსი-ფარმა)
- კურცხალია გიორგი (მაგი სტილი)
- მაქაცარია ხვიჩა (კავკასუს ონლაინი)
- ნაკაიძე ივანე (პეტროკას ენერჯი ჯორჯია)
- ნიშნიანიძე ზაზა (შარმ ტრეიდინგი)
- ოქრიაშვილი კახა (პსპ ფარმა)
- პაპაშვილი ლაშა (რედიქსი)
- რამიშვილი გიორგი (სილქნეტი)
- ფიფია რომან (Loyal Capital Group)
- ფხაკაძე ვახტანგ (აკადემია)
- ფხაკაძე სამსონ (ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია)
- წულაია ილია (არქი)
- ჭირაქაძე გრიგოლ (იუ ჯი თი)
- ხაზარაძე მამუკა (თი ბი სი ბანკი)
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დაარსებიდან უკვე 10 წელი გავიდა, დღეისათვის ასოციაცია სამოცდაათაზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში.