(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) ახალი წევრი შემოუერთდა

27 მაის '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „საქკაბელი“ შემოუერთდა.

სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი,  დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები,  გაზარდა ასორტიმენტი.

2014 წლიდან ამოქმედდა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის გერმანული წარმოების ავტომატური სისტემა, რამაც კომპანიას წარმოების პროცესში სტანდარტით გათვალისწინებული პარამეტრების ზუსტი დაცვის საშუალება მისცა.

2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი, კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს ხარისხის ნიშანს, ასევე ხარისხისა და წარმოების მენეჯმენტის დამადასტურებელ სერთიფიკატებს. პროდუქცია მომხამრებელთან გაგზავნამდე დეტალურად მოწმდება ქარხნის ლაბორატორიაში.

2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში პროგრამის დახმარებით, მოხდა წარმოების ხელახალი, სრული გადაიარაღება. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც უახლოესი საერთაშორისო სტანდარტით  გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მისცა, როგორიცაა მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა კაბელი ჰალოგენის გარეშე. ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დანერგვამ „საქკაბელს“  საშუალება მისცა, აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია,   რომელიც სრულ შესაბამისობაში არის ევროპულ, LVD-2014/35/EU-ის სტანდარტთან.

„საქკაბელის“ მაღაზიები წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში. იქ საკაბელო პროდუქციის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სახის ელექტრო საქონლის შეძენა.