(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე

1 ოქტ '20

 
“ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის. ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს - ერთის მხრივ საზოგადოების მოლოდინი რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო, მეორეს მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი - საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.