(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5 ივნ '23

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი მოიცავს საქართველოს და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო მეწარმეების კავშირების გაღრმავებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებს. ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დასამყარებლად აზერბაიჯანის დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.

„აზერბაიჯანი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამ ქვეყნიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ახდენს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ორი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების თანამშრომლობის გაღრმავება, კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის ქვეყნებს შორის კოორდინირებულ მუშაობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით, ჩვენს ახალ საერთაშორისო პარტნიორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.