(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

4 აგვ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:

„მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგული ადამიანების დახმარება დროულად მოხერხდება.

გვსურს გამოვხატოთ ბიზნესის სრული თანადგომა და მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებაში“.