(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„გასა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

17 ოქტ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საქართველოს ავიასერვისის სააგენტო „გასა“ შეუერთდა, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული მომხმარებელს მომსახურების ინოვაციურ სტანდარტებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დაფუძნებისთანავე გადახდის მრავალფეროვანი და ადვილად ხელმისაწვდომი არხები შექმნა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესთავაზა  დისტანციურად გადახდის მოქნილი სერვისი.

„გასა“ საქართველოში „პეგასუსის“ ავიახაზების გენერალური სავაჭრო აგენტია. „პეგასუსის“ ავიახაზებმა, რეისების შესრულება თბილისში,  2010 წელს დაიწყო და უკვე 13 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. რეისები სრულდება როგორც თბილისის, ასევე, ბათუმის აეროპორტებიდან.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან კომპანია „ეარ არაბიას“ გენერალური სავაჭრო აგენტიც გახდა, რომელიც  რეისებს თბილისიდან შარჯის მიმართულებით ახორციელებს.

„გასამ“ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა „ეარ არაბია აბუ დაბისა“ და „ფლაი არნასთან“, რის საფუძველზეც გახდა მათი სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში.

ზემოხსენებულ ავიაკომპანიებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პარალელურად „გასა“ საქართველოში წარმოადგენს ორ, თურქულ სარეზერვაციო სისტემას, იატის და ბუქინგაგორას. აღნიშნული სისტემების მეშვეობით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა ავიაკომანიის ავიარეისები და სასტუმროები საუკეთესო ფასად.

„მივესალმებით ინოვაციურ და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანია „გასას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მოტივირებულ გუნდთან ერთად ქმნის წარმატების ისტორია, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან „გასა“ არაერთი წამყვანი ავახაზების გენერალური სავაჭრო აგენტია საქართველოში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.