(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ OECD-ის მიერ შუა დერეფნის განვითარების მიზნით გამართულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

13 ნოემ '23

OECD-ს მიერ ქ.სტამბულში გამართულ სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. მაღალი რანგის შეხვედრის, მთავარი განსახილველი საკითხი შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების პერსპექტივებზე მსჯელობა იყო.

აღსანიშნავია, რომ სესიის მსვლელობის დროს ყურადღება გამახვილდა, დერეფნის განვითარების მიზნით რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ციფრული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, საზღვრის კვეთის არსებული რეჟიმების მიმოხილვასა და კონკურენტ კორიდორებთან შედარებითი ანალიზის კვლევის შედეგებზე.

შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა OECD, ევროკავშირი, TRACECA, BSEC, კორიდორის მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები წარიმართა კერძო სექტორთან საგნობრივი დისკუსიის ფორმატში,  რა დროსაც ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროფილის რეგიონული ასოციაციების  მიერ გაზიარებულ იქნა კერძო სექტორის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების ხედვა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შეინიშნება შუა დერეფნის დანიშნულებით ტვირთნაკადის ზრდის პოზიტიური დინამიკა, როგორც იცით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2023 წლის ივნისში მიიღო  ტრანსპორტის და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება. დასაფასებელია, ასე მოკლე დროში კორიდორის განვითარების მიზნით ორგანიზებულ მაღალი დონის სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიწვევა. მიგვაჩნია, რომ OECD-მიერ ორგანიზებული ღონისძიება საუკეთესო პლატფორმაა რეგიონულ კონტექსტში განვიხილოთ სექტორში არსებული გამოწვევები და დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები წამყვან სექტორულ ორგანიზაციებთან“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.