(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ გახდა

5 თებ '24

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მეტროპოლი” ამჟამად აქტიურად მუშაობს ოთხ სამშენებლო პროექტზე „მეტროპოლ ქავთარაძე” „მეტროპოლ ბაგები”, „მეტროპოლ კუბი” და „მეტროპოლ ოვალი”. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი“ ოპერირებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმში.

 

კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ სივრცეების ქმნის, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები.

 

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დივერსიფიცირებულია დანიშნულებების მიხედვით, კერძოდ საცხოვრებელი, საინვესტიციო, სააგარაკე. თითოეული კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებსა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას ექცევა.

 

„ჩვენს ხელში არსებულ კაპიტალს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ, ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებად ვაქცევთ. ჩვენი მიზანი მაღალი ხარისხის, ინოვაციის, კომფორტისა და ინდივიდუალური მიდგომებით, საუკეთესოს შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. „მეტროპოლში“ გვინდა შევქმნათ უბნები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, სადაც წინასწარ ნაფიქრია ჩვენი მცხოვრებლების ყველა საჭიროებებზე, სადაც ფოკუსი - ცხოვრებაზეა” - აცხადებენ „მეტროპოლში”.

 

„მივესალმებით კომპანია „მეტროპოლს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შედარებით ახალი დაფუძნებულია, მას უკვე ბალანსზე აქვს წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც წარმატებით უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეტროპოლის“ თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული და ორმხრივად სარგებლიანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.