(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, ცნობიერების გაზრდის მიზნით, ნარატიული ინფორმაციისა და სასწავლო მასალის მომზადება და შესაბამისი ტრენინგის ჩატარება

14 მარ '25

საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, ცნობიერების გაზრდის მიზნით, ნარატიული ინფორმაციისა და სასწავლო მასალის მომზადება და შესაბამისი ტრენინგის ჩატარება

ტენდერის გამოცხადების თარიღი: 14 მარტი, 2025 წელი
წინადადებების მიღების ვადა: 21 მარტი, 2025 წელი

1. საერთო ინფორმაცია

1.1. შემსყიდველის შესახებ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფსა და ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს. ამიტომაც, საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.
ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა.
ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის და წევრი კომპანიების ინტერესების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე წლებია აქტიურად მუშაობს იმ ეკონომიკურ და საკანონმდებლო რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას.

1.2. შესყიდვის ობიექტის დასახელება და აღწერა

ააიპ „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ (ს/კ 205282781) აცხადებს ტენდერს, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, ცნობიერების გაზრდის მიზნით, ნარატიული ინფორმაციისა და სასწავლო მასალის მომზადებასა, და შესაბამისი ტრენინგის ჩასატარებლად.

მომსახურების დეტალები:

  • ნარატიული ანგარიშის მომზადება: რომელიც მოიცავს ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით განსაზღვრული სექტორული კანონმდებლობის მიღების სტატუსსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე დამატებითი სექტორული კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციას.
  • ტრენინგის მასალა: უნდა მოიცავდეს ევროკავშირის ბაზრის პრინციპებს, ევროკავშირის სტრუქტურების კომპეტენციას, საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობის აღწერას სხვადასხვა სექტორებში, და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირში.
  • ტრენინგის ორგანიზება: ტრენინგების ჩატარება ასოციაციის წევრებისთვის, რაც მოიცავს ევროკავშირის ბაზრის და კანონმდებლობის თემებს.

შენიშვნა: მომსახურება ხორციელდება ქართულ ენაზე.

2. განფასების მოთხოვნის პირობები

2.1. ფასის მოწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ხელმოწერილი დოკუმენტის გაგზავნის გზით.
2.2. წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (ჩათვლით).

3. მომსახურების გაწევის ფორმა, ადგილი და ვადა

3.1. მომსახურების გაწევა მოხდება საქართველოში, ქალაქ თბილისში.
3.2. მომზადებული ნარატიული ანგარიში და ტრენინგის მასალა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის მიზნით გადაეცემა შემსყიდველს და კონსულტაციების შედეგების შესაბამისად მოხდება მასში ცვლილებების განხორციელება.
3.3. ტრენინგები ჩატარდება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრის თვისა.

4. ანგარიშსწორების პირობა

4.1. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მომსახურების შესაბამისი ნაწილის გაწევის შემდეგ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროპორციულად, 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

5.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება - მინიმუმ მაგისტრის ხარისხი;
  • ინგლისური ენის თავისუფალი ფლობა;
  • ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე აკადემიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულ შესაბამის სააგენტოებში ან/და სტრუქტურებში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
  • საერთაშორისო პროექტებში კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

6. გამარჯვებულის გამოვლენა

6.1. ტენდერით დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შემსყდველის ელექტრონულ ფოსტაზე: info@bag.ge. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე ფიზიკურ პირს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

7.1. განფასება ამ დოკუმენტის 1.2 პუნქტის გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის ჩათვლით, ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია.
7.2. ფიზიკური პირის შემდეგი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
7.3. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული ასლები).

8. დამატებითი ინფორმაცია

8.1. შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
8.2. შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 21 მარტი, 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@bag.ge