საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონი ამოქმედდა
საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას ითვალისწინებს, საბოლოოდ კი, კანონმდებლობაში ამ ცვლილებების შეტანა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. საკითხზე, თუ ვის შეეხება კანონი და რამდენად გაზრდის იგი ეკონომიკის ეფექტურობას, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, ნონა მჭედლიშვილი ესაუბრა ირაკლი ასლანიშვილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს.