(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

თბილისის მერმა ბიზნესს საინვესტიციო პროექტები გააცნო

თბილისის მერმა კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საინვესტიციო პროექტები გააცნო.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, კერძო სექტორისთვის მომზადებულ პრეზენტაციას შორის ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაც იყო.

"ეს ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი ისტორიული ძეგლი გვაქვს. ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოწსოწრებაზე", - განაცხადა კალაძემ.

ლინკი