(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ბიზნესასოციაცია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაზე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმება

ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის ამოქმედებას ბიზნესისათვის უკიდურესად დადებით ნაბიჯად აფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს რეფორმას. 


როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ეს წლების განმავლობაში ბიზნესისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა, დროში გაწელილი პროცესის და ზოგიერთ შემთხვევაში ბიუროკრატიული მექანიზმების გამო; რეფორმის შემდეგ ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ იარსებებს, დაბრუნებული თანხები ისევ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება, რაც აუცილებლად დადებითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეულ მოქალაქეზე.


ასოციაციაში ადასტურებენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ფინანსთა სამინისტროსთან ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის კიდევ არაერთ ინიციატივას და რეფორმას უნდა ველოდოთ.

ლინკი